შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სალომე ზურაბიშვილისაფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი. საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობის პერიოდში, მის სახელს უკავშირდება საქართველოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანა. დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში. იგი არის ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილი. ქართულ პოლიტიკაში გამოჩენა საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. სამთავრობო გუნდთან და ქვეყნის პრეზიდენტთან კონფლიქტის შემდეგ ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა და აქტიურ ოპოზიციაში გადავიდა. ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მან პოლიტიკური პარტია საქართველოს გზა დააფუძნა, მოგვიანებით იგი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა და საქართველოს ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით გამართულ არაერთ მანიფესტაციაში მიიღო მონაწილეობა. 2010 წლიდან სალომე ზურაბიშვილმა ქართული პოლიტიკა დატოვა და აკადემიური საქმიანობა გააგრძელა. ქართულ პოლიტიკას 2012 წლიდან დაუბრუნდა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა. ზურაბიშვილმა 2016 წლის საქართველოს მე-9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა დამოუკიდებელად, უპარტიოდ წამოაყენა. მმართველმა გუნდმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მას კონკურენტი კანდიდატი არ დაუყენა. 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველო პარტიის მხარდაჭერით ისარგებლა. საქართველოს მე-5 პრეზიდენტის არჩევნებში მან მე-2 ტურში საბოლოოდ გაიმარჯვა და 2018 წლის დეკებრიდან საპრეზიდენტო საქმიანობას შეუდგა. საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტი ზურაბიშვილი არის პირდაპირი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ეს თანამდებობა 6 წლის ვადით ეკავა. ის არის აგრეთვე საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი.

დღის სტატია

ენტრე-რიოსის რესპუბლიკის დროშა
ენტრე-რიოსის რესპუბლიკის დროშა
ენტრე-რიოსის რესპუბლიკა — ერთწლიანი ისტორიის მქონე რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში, რომელმაც იარსება სულ ერთი წელი (1820-1821). მოიცავდა 83,000 კმ²-ს და მდებარეობდა თანამედროვე არგენტინის პროვინციების — ენტრე-რიოსისა და კორიენტესის ტერიტორიებზე. შეიქმნა 1820 წელს გენერალ ფრანსისკო რამირესის მიერ. არსებობა შეწყვიტა რამირესის მკვლელობის შემდეგ,1821 წლის 10 ივლისს.

სიახლეები

კეიკო ფუხიმორი

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი; ირან-ისრაელის ომი.


10 ივლისი — ამ დღეს...

ტელსტარი
ტელსტარი

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
უილიამ პიტი
უილიამ პიტი