კვამე ნკრუმა — განელი პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, პოლიტიკის თეორეტიკოსი და რევოლუციონერი. ოქროს ნაპირის პრემიერ-მინისტრი 1952-1957 წლებში, ხოლო შემდეგ დამოუკიდებელი განის პირველი პრემიერ-მინისტრი (1957-1960) და დამოუკიდებელი განის პირველი პრეზიდენტი (1960-1966). ფელდმარშალი (1965). 1964 წელს თავი გამოაცხადა მუდმივ პრეზიდენტად. პანაფრიკანიზმის გავლენიანი მხარდამჭერი, ნკრუმა იყო „აფრიკის ერთობის ორგანიზაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და 1962 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გაცემული „ლენინური მშვიდობის პრემიის“ ლაურეატი. საზღვარგარეთ გატარებული თორმეტი წლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იგი უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა, საკუთარ პოლიტიკურ ფილოსოფიას აყალიბებდა და სხვა დიასპორელ პანაფრიკანისტებთან ერთად ორგანიზაციულ საქმიანობას ეწეოდა, ნკრუმა ოქროს ნაპირზე დაბრუნდა, რათა დაეწყო თავისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დამცველს. მან ჩამოაყალიბა კონვენტის სახალხო პარტია, რომელმაც რიგით ამომრჩეველზე ორიენტირებული უპრეცედენტო მიდგომით სწრაფ წარმატებას მიაღწია. 1952 წელს პრემიერ-მინისტრი გახდა და ეს თანამდებობა შეინარჩუნა 1957 წლამდე, როდესაც განას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს უხელმძღვანელა, რაც იმ დროისთვის საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკაში პირველი ასეთი შემთხვევა იყო. 1960 წელს განელებმა დაამტკიცეს ახალი კონსტიტუცია და ნკრუმა პრეზიდენტად აირჩიეს. 1999 წელს BBC-ის გამოკითხვით იგი ათასწლეულის აფრიკელად დასახელდა.
კალათბურთის ბურთიამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ.Basketball Association of America, BAA) - პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც დაარსდა 1946 წელს. ლიგამ შეიერთა ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) 1949 წელს, და წარსდგა ახალი ფორმატით, რომელმაც ლიგის სახეცვლილებაც გამოიწვია და NBA გახდა. ფილადელფია უორიორსი გახდა ინაუგურაციის წელს - 1947 პირველი ლიგის ჩემპიონი, ხოლო მომდევნო წლებში ბალტიმორ ბულეტსი 1948 და მინეაპოლის ლეიკერსი 1949 წელს. 6 გუნდი BAA-დან კვლავ აქტიურია NBA 2009-10 წლების სეზონებამდე. ინაუგურაციის სეზონი ლიგამ 11 გუნდით დაიწყო, მომდევნო 1947-48 წლებში ლიგა 8 გუნდამდე შემცირდა, თუმცა 1948-49 წლების სეზონში კი 12-მდე გაიზარდა.