მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 156 243 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Leonard Bernstein by Jack Mitchell.jpg
ლენარდ ბერნსტაინიამერიკელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მწერალი, მუსიკის ლექტორი და პიანისტი. ერთ-ერთი პირველი ამერიკაში დაბადებული და განათლებამიღებული დირიჟორი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მოხსენიებულია, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული და წარმატებული მუსიკოსი ამერიკის ისტორიაში“.

საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის მუსიკალური ხელმძღვანელის პოსტზე ხანგრძლივი მუშაობისას და კონცერტების დირიჟორობით მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან. აგრეთვე, მიუზიკლებით „ვესტ-საიდის ისტორია“, „პიტერ პენი“, „საოცარი ქალაქი“ და სხვები, ოპერეტით „კანდიდი“, მუსიკით ფილმისთვის On the Waterfront, აგრეთვე, მესით და სხვა კომპოზიციებით, რომელთა შორისაც არის სამი სიმფონია და მრავალი კამერული და სოლო ნაწარმოები.

ბერნსტაინი იყო პირველი დირიჟორი, რომელმაც ჩაატარა სატელევიზიო ლექციების სერია კლასიკური მუსიკის შესახებ. ეს 1954 წელს დაიწყო და მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. იყო კარგი პიანისტი და საფორტეპიანო კონცერტებს ხშირად როიალიდან დირიჟორობდა. გადამწყვეტი როლი ითამაშა გუსტავ მალერის მუსიკის თანამედროვე გაცოცხლებაში, რომლითაც ყველაზე მხურვალედ იყო დაინტერესებული.

როგორც კომპოზიტორი, მუშაობდა არაერთ სტილში, რომელთა შორისაცაა სიმფონიური და საორკესტრო მუსიკა, ბალეტი, მუსიკა კინოსა და თეატრისათვის, საგუნდო ნამუშევრები, ოპერა, კამერული მუსიკა და საფორტეპიანო პიესები. მისი ბევრი ნაწარმოები რეგულარულად სრულდება მსოფლიოს გარშემო, თუმცა, არცერთ მათგანს „ვესტ-საიდის ისტორიის“ მსგავსი კოლოსალური წარმატება არ მოჰყოლია.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ევროპის საბჭოს დროშა
ევროპის საბჭო — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შედგება ევროპის 47 სახელმწიფოსგან. მისი მიზნებია: 1) ადამიანის უფლებების, პლურალისტური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა; 2) ევროპის კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლება, ევროპული კულტურის განვითარება; 3) ევროპული საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიება (უმცირესობათა დისკრიმინაცია, ქსენოფობია, შეუწყნარებლობა, გარემოს დაცვა, კლონირება, შიდსი, ნარკოტიკები, ორგანიზებული დანაშაული და სხვა).



W-circle.svg

სიახლეები

კორონავირუსის პანდემია საქართველოში
ჟორჟე სამპაიუ
  • პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი ჟორჟე სამპაიუ (სურათზე) 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
  • კარლოს ვილა-ნოვა სან-ტომე და პრინსიპის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • გვინეაში სამხედრო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტ ალფა კონდეს ხელისუფლება დაამხეს, გადატრიალებას მამადი დუმბუია ხელმძღვანელობდა.
  • ალარ კარისი ესტონეთის პრეზიდენტად აირჩიეს.
  • საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ როგე 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • HSDagensdatum.svg

    19 სექტემბერი — ამ დღეს...

    მიკი მაუსი
  • 1893 : ახალი ზელანდია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებს საყოველთაო არჩევნებში ხმის მიცემის ნება დართეს.
  • 1928 : მიკი მაუსის (სურათზე) დებიუტი შედგა მულტფილმში 'Steam Boat Willy' (თბომავალი ვილი).
  • 1939 : წითელი არმია ვილნიუსს იღებს.
  • 1944 : ფინეთი და სსრკ დაზავდნენ.
  • 1946 : ევროპის საბჭო დაარსდა უინსტონ ჩერჩილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ციურიხის უნივერსიტეტში.
  • 1952 : აშშ ჩარლი ჩაპლინს ქვეყანაში დაბრუნებას უკრძალავს ამ უკანასკნელის ინგლისში გამგზავრების შემდეგ.
  • 1957 : აშშ-მა პირველი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდა ჩაატარა.
  • 1982 : „:-)“ და „:-(“ პირველად გამოიყენა სკოტ ფალმანმა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა