მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 139,384 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

„რაინის ოქროს“ პირველი სცენა ბაიროითის ფესტივალის 1876 წლის დადგმიდან

ნიბელუნგის ბეჭედი (გერმ. Der Ring des Nibelungen), WWV 86რიხარდ ვაგნერის ოთხნაწილიანი საოპერო ციკლი მისივე ლიბრეტოთი და დეტალური სცენური მითითებებით; კომპოზიტორის opus summum, რომელზეც იგი, სხვადასხვა ინტერვალებით, 26 წლის განმავლობაში, 1848 წლიდან 1874 წლამდე მუშაობდა. მასში შემავალი მუსიკალური დრამები ზედაპირულად არის დაფუძნებული სკანდინავიურ საგაზე „სიმღერა ნიბელუნგებზე“ (გერმ. Nibelungenlied). კომპოზიტორმა ციკლს „Bühnenfestspiel“ („სასცენო საფესტივალო წარმოდგენა“) უწოდა, რომელიც გადანაწილებულია სამ დღეზე და წინა საღამოზე (გერმ. Vorabend). ხშირად მოიხსენიება, როგორც „ბეჭდის ციკლი“, „ვაგნერის ბეჭედი“, ან უბრალოდ, „ბეჭედი“.

ტეტრალოგია შემდეგი ოპერებისგან შედგება:

  • Das Rheingold („რაინის ოქრო“)
  • Die Walküre („ვალკირია“)
  • Siegfried („ზიგფრიდი“)
  • Götterdämmerung („ღმერთების დაისი“)
ინდივიდუალური ნაწარმოებები ზოგჯერ ცალკეც სრულდება. ყველა მათგანი შეიცავს დიალოგებს, რომლებიც წინა ოპერების მოვლენებს შეეხება, ამდენად, შესაძლებელია მთლიან სიუჟეტში გარკვევა სრული ციკლის ნახვის გარეშეც, თუმცა, ვაგნერის განზრახვა მათი ერთმანეთის მიყოლებით შესრულება იყო, რაც პირველად 1876 წელს განხორციელდა ბაიროითის ფესტივალზე. ციკლი 13 აგვისტოს, „რაინის ოქროთი“ დაიწყო და 17 აგვისტოს, „ღმერთების დაისით“ დასრულდა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

მონუმენტი დიდგორის ველზე
დიდგორის ბრძოლა ან ძლევაჲ საკვირველი (1121 წლის 12 აგვისტო) — ქართველთა ბრძოლა დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ დიდგორის ველზე (მანგლისის მახლობლად, თბილისის მისადგომებთან), რომელში გამარჯვებამაც შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში, ამასთანავე, საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი.



W-circle.svg

სიახლეები

HSDagensdatum.svg

12 აგვისტო — ამ დღეს...

დავით აღმაშენებელი
  • ძვ. წ. 30 : მარკუს ანტონიუსის აქციუმის ბრძოლაში დამარცხებით გამწარებულმა კლეოპატრა VII-მ თავი მოიკლა.
  • 1121 : დიდგორის ბრძოლა — ქართული ჯარი დავით აღმაშენებლის მეთაურობით გადამწყვეტ ბრძოლაში ამარცხებს სახელგანთქმულ მხედართმათავარ ილღაზს, რითაც სელჩუკთა თარეშს საქართველოში ბოლო მოეღო.
  • 1323 : ნეტებორგის შეთანხმებაშვედეთი და ნოვგოროდი საზღვარს ათანხმებენ პირველად.
  • 1851 : ისააკ ზინგერის საკერავი მანქანა დააპატენტეს.
  • 1908 : კომპანია ფორდის პირველი მოდელი T გამოვიდა.
  • 1981 : IBM-მა პირველი პერსონალური კომპიუტერი გამოუშვა.
  • 2000 : რუსეთის ბირთვული წყალქვეშა გემი „კურსკი კ-141“ ბორტზე მომხდარი აფეთქების გამო ბარენცის ზღვაში ჩაიძირა.



  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    მოზამბიკის დროშა