808s & Heartbreak (ალბომი)
| 808s & Heartbreak | ||||
|---|---|---|---|---|
|
| ||||
| ალბომი — | ||||
| გამოცემის თარიღი | 24 ნოემბერი, 2008 | |||
| ჩაიწერა | სექტემბერი-ოქტომბერი, 2008 | |||
| სტუდია |
| |||
| ჟანრი | ||||
| ხანგრძლივობა | 51:28 | |||
| ლეიბლი |
| |||
| პროდიუსერი | Kanye West | |||
| Kanye West — ქრონოლოგია | ||||
| ||||
808s & Heartbreak — ამერიკელი რეპერი კანიე უესტის მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა Def Jam Recordings-ის და Roc-A-Fella Records-ის მიერ, 2008 წლის 24 ნოემბერს. ალბომი ჩაიწერა იმავე წლის სექტემბერსა და ოქტომბერში კალიფორნიის ქალაქ ბერბანკის Glenwood Studios-ში და ჰავაიზე, ჰონოლულუს Avex Recording Studio-ში. უესტმა პროდიუსერობის ძირითადი ნაწილი თავად ითავა, მასთან ერთად კი მუშაობდნენ No I.D., Plain Pat, Jeff Bhasker და Mr Hudson, ალბომზე მონაწილეობს სხვადასხვა ვოკალისტიც, მათ შორის Kid Cudi, Young Jeezy და Lil Wayne.
ალბომის შექმნის იდეა ჩამოყალიბდა 2007 წლის ნოემბერში უესტის დედის, დონდა უესტის გარდაცვალების და 2008 წლის აპრილში მისი მაშინდელი საცოლის, ალექსის ფაიფერთან გაყრის შემდეგ. "808s & Heartbreak" კანიეს წინა რეპ-ჩანაწერებიდან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. ამჯერად, მან Auto-Tune-ით დამუშავებული ვოკალი გამოიყენა, რომელიც ელექტრონული პროდუქციისა და მინიმალისტური სონიკური პალიტრის ფონზე ჟღერს, მათ შორის გამოირჩევა მინორული კლავიშები და Roland TR-808 დრამ-მანქანის გამოყენება. ალბომის ტექსტები გამოსცემს დანაკარგისა და გულისტკივილის თემებს, რომლებშიც ასახულია უესტის პირადი ტრაგედიები და პოპ-ვარსკვლავობასთან ბრძოლა.
"808s & Heartbreak" დებიუტი შედგა Billboard 200-ის სათავეში, პირველ კვირაში 450,000-ზე მეტი ასლის გაყიდვით. მიუხედავად მსმენელთა განსხვავებული რეაქციებისა, ალბომმა დადებითი შეფასებები მიიღო მუსიკალური კრიტიკოსებისგან, რომლებმაც უესტის ექსპერიმენტატორული მიდგომა დააფასეს. იგი არაერთ წლის საბოლოო რეიტინგში 2008 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად დაასახელეს. ალბომის პოპულარიზაციისთვის გამოვიდა ოთხი სინგლი, მათ შორის ჰიტები "Love Lockdown" (რომელიც უესტის კარიერაში Billboard Hot 100-ზე ყველაზე მაღალ პოზიციაზე დებიუტირებული სიმღერა გახდა) და "Heartless". კრიტიკოსთა დადებითი შეფასების მიუხედავად, ალბომი 52-ე გრემის დაჯილდოებაზე თითქმის არ განიხილებოდა, თუმცა მისმა მესამე სინგლმა "Amazing" ნომინაცია მიიღო "საუკეთესო რეპ-შესრულებისთვის დუეტის ან ჯგუფის მიერ".
უესტის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ალბომად მიჩნეულმა "808s & Heartbreak"-მა დაუყოვნებლივ იქონია ზეგავლენა ჰიპ-ჰოპზე, პოპსა და R&B-ზე, როდესაც ახალმა თაობის რეპერებმა, მომღერალებმა და პროდიუსერებმა მისი სტილისტური და თემატური ელემენტები გამოიყენეს. განსაკუთრებით მისი როლი აღინიშნა ემო-რეპის და ექსპერიმენტული R&B-ს ჟანრების განვითარებაში. Rolling Stone-მა ალბომი შეიტანა “ყველა დროის 40 ყველაზე რევოლუციური ალბომის სიაში“, აგრეთვე "500 საუკეთესო ალბომის" განახლებულ რეიტინგში 244-ე ადგილი მიანიჭა. 2013 წლისთვის ალბომმა აშშ-ში 1.7 მილიონი ასლი გაყიდა, ხოლო 2020 წელს მიიღო სამმაგი პლატინის სერტიფიკატი (RIAA-ს მიერ).
ტრეკების ჩამონათვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| 808s & Heartbreak ტრეკების ჩამონათვალი | ||||
|---|---|---|---|---|
| # | სახელწოდება | ავტორ(ებ)ი | Producer(s) | ხანგრძლივობა |
| 1. | „Say You Will“ |
| West | 6:17 |
| 2. | „Welcome to Heartbreak“ (featuring Kid Cudi) |
| 4:22 | |
| 3. | „Heartless“ |
|
| 3:30 |
| 4. | „Amazing“ (featuring Young Jeezy) |
|
| 3:58 |
| 5. | „Love Lockdown“ |
|
| 4:30 |
| 6. | „Paranoid“ (featuring Mr Hudson) |
| 4:37 | |
| 7. | „RoboCop“ |
| West | 4:34 |
| 8. | „Street Lights“ |
|
| 3:09 |
| 9. | „Bad News“ |
| West | 3:58 |
| 10. | „See You in My Nightmares“ (featuring Lil Wayne) |
|
| 4:18 |
| 11. | „Coldest Winter“ |
| 2:44 | |
| 12. | „Pinocchio Story (Freestyle Live from Singapore)“ (hidden track) | West | West | 6:01 |
| საერთო ხანგრძლივობა: | 51:58 | |||
ალბომის სერთიფიცირება და გაყიდვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
|---|---|---|
| ავსტრალია (ARIA)[1] | Gold | 35 000^ |
| კანადა (Music Canada)[2] | Platinum | 80 000^ |
| დანია (IFPI Denmark)[3] | Platinum | 30 000^ |
| ირლანდია (IRMA)[4] | Platinum | 15 000x |
| გაერთიანებული სამეფო (BPI)[5] | Platinum | 300 000^ |
| აშშ (RIAA)[6] | 3× Platinum | 3,000,000^ |
|
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები) | ||
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "The Coldest Story Ever Told: The Influence of Kanye West's 808s & Heartbreak"
- "Kanye West's Fiancée 'Sad' Over Breakup"
- "Kanye West Inspires The Question: Should Rappers Sing?"
- 808s & Heartbreak
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ARIA-ს ჩარტები – აკრედიტაციები – 2008 Albums. ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია.
- ↑ Canadian album certifications – Kanye West – 808's & Heartbreak. Music Canada.
- ↑ Danish album certifications – Kanye West – 808s & Heartbreak. IFPI დანია.
- ↑ Irish album certifications – Kanye West – 808s & Heartbreak. ირლანდიის ჩანაწერების ასოციაცია.
- ↑ British album certifications – Kanye West – 808s & Heartbreak. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ 808s & Heartbreak ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Kanye West – 808s &. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH