გრამფირფიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან 7" სინგლი)
Jump to navigation Jump to search
BITLZ.JPG

გრამფირფიტა (ხშირად ითქმის უბრალოდ „ფირფიტა“, „ვინილი“) — ხმოვანი ინფორმაციის ანალოგური მატარებელი, დისკი, რომლის ერთ ან ორივე მხარეზე ამა თუ იმ მეთოდით იტვიფრება ჩაღრმავება, რომლის ფორმა (სიღრმე და სიგანე) ხმოვანი ტალღით არის მოდულირებული. ასეთი ჩანაწერიდან ხმის ამოღება ხდება სპეციალური ტექნიკით — გრამოფონით, პატეფონით ან შემდგომი თაობის, ფირფიტების დამკვრელით. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „გრამფირფიტა“ არის „გრამოფონის ფირფიტის“ შემოკლება, გრამოფონებს ფართოდ აღარ იყენებენ.

პირველ გრამფირფიტად ითვლება ცვილის ფონოლილვაკი — ედისონის ფონოგრაფის ბგერათმატარებელი, რომელზეც 1877 წლის დეკემბერში ჩაიწერა მსოფლიოში პირველი ფონოგრამა. ბგერის მექანიკური ჩაწერისა და აღწარმოების პრინციპის პრიორიტეტი ეკუთვნის ფრანგ პოეტსა და გამომგონებელს შარლ კროს (ფრანგ. Charles Cros), რომელმაც 1877 წლის 3 აპრილს საფრანგეთის აკადემიას წარუდგინა თავისი ნაშრომი „სმენით აღსაქმელი მოვლენების ჩაწერისა და აღწარმოების პროცესი“.

გრამფირფიტების შექმნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან თარიღად ითვლება 1888 წელი, როდესაც გერმანიაში, კერძოდ, ჰანოვერში დაბადებული ამერიკელი ინჟინერი ემილ ბერლინერი (ინგლ. Emile Berliner) ბგერათმატარებელად ცვილის თხელი აფსკით დაფარული თუთიის დისკოს, ხოლო ამ დისკოდან ბგერის გადმოსაცემად — გრამოფონის გამოყენების წინადადებით გამოდის.

ამის შემდეგ, გრამფირფიტების მასობრივი წარმოების მიზნით, ტექნიკურად შესაძლებელი ხდება ბერლინერის დისკოდან ლითონის მატრიცის გადაღების პროცესის ათვისება და მისი დანერგვა. XIX საუკუნის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების, კერძოდ ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ კემპდენში (ინგლ. Camden, New Jersey) იხსნება მსოფლიოში პირველი გრამფირფიტების ფაბრიკა. აღნიშნული ფაბრიკის ბაზაზე 1901 წლის ოქტომბერში საფუძველი ეყრება PCA Victor-ის სახელით ცნობილ გრამფირფიტების უდიდეს კონცერნს, რომლის დამფუძნებელია ამერიკელი ინჟინერი და მეწარმე ელდრიჯ ჯონსონი (ინგლ. Eldridge R. Johnson). XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში იქმნება გრამფირფიტების, გრამოფონებისა და პატეფონების წარმოების კომპანიები და ფირმები.[1]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Robert Wallace (17 ნოემბერი, 1952). First It Said 'Mary' · Life (magazine). Time Inc: გვ. 87–102. Google Books. წაკითხვის თარიღი: 10 მაისი, 2019.