62 ხუცესი და 300 ერისკაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

62 ხუცესი და 300 ერისკაციმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღეა 8 (21) დეკემბერი. წმინდა მოწამენი აფრიკაში ეწამნენ 477 წელს. იმპერატორ ზენონის (475-491) ზეობისას ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ვანდალთა სამეფოს მმართველმა ჰუნერიხმა (477-484) არიანელ ეპისკოპოსთა თანადგომითა და ხელშეწყობით მართლმადიდებელთა დევნა დაიწყო. როდესაც მორწმუნეები ერთ-ერთ ტაძარში შეიკრიბნენ საღვთო ლიტურგიის ფარულად აღსასრულებლად, მათ ბარბაროსთა მხედრობა დაესხა თავს. მლოცველთა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს, ჭეშმარიტ სარწმუნოებაში უფრო მტკიცე სამასი ქრისტიანი კი ნებით ჩაბარდა მტერს. უღმრთოებმა ისინი ჯერ აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს. სამოცდაორი ხუცესიდან ორი დაწვეს, სხვებს ენები ამოაჭრეს, მაგრამ, ღვთის მადლით, მათ მაინც განაგრძეს ქადაგება და არიანელთა ცრუსწავლების მხილება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.