420 (მარიხუანა)
4:20 ან 4/20 (ინგლ. four-twenty) — ტერმინი, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში მარიხუანის მოწევის მალულად მისათითებლად იყენებენ და, ასოციაციით, ვინმეს მარიხუანის კულტურასთან დასაკავშირებლად. ხშირად ტერმინები, როგორიცაა „420-თან მეგობრული“ ჩნდება ბინის გამქირავებელთა განცხადებებში, რაც მიუთითებს, რომ ამჟამინდელი მცხოვრებლები ტოლერანტულები არიან მარიხუანის მწეველებთან.
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინის წარმოშობის მრავალი განსხვავებული თეორია არსებობს, საყოველთაოდ მიღებული ვერსიით 1971 წელს მოზარდთა ჯგუფი სან-რაფაელის საშუალო სკოლიდან (კალიფორნია) სკოლის შემდეგ 4:20 საათზე იკრიბებოდა მარიხუანის მოსაწევად ლუი პასტერის ქანდაკებასთან.[3] ეს ტერმინი შემდგომში ამ ჯგუფის მისალმება გახდა: „420 Louis!“, და პოპულარული გახდა გვიან 1980-იან წლებში როკ-ჯგუფის „გრეიტფულ დედ“ ფანებში. მრავალი მარიხუანის მწეველი დღემდე აგრძელებს 4:20 საათზე ჯგუფური მოწევის ტრადიციას. მოგვიანებით 20 აპრილი (აშშ-ის დათარიღების სისტემით 4/20) კონტრკულტურის დღესასწაული გახდა, სადაც ხალხი მარიხუანის მოწევას ზეიმობს.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „420 (მარიხუანა)“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Daily Independent Journal from San Rafael, California (20 ნოემბერი, 1954). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2017.
- ↑ Chronicle, San Francisco (1962) The San Francisco Chronicle Reader (en). McGraw-Hill. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2017.
- ↑ Grim, Ryan. (20 აპრილი, 2009) What 420 Means: The True Story Behind Stoners' Favorite Number. The Huffington Post. ციტირების თარიღი: 23 იანვარი, 2011.
- ↑ King, Matt. (24 აპრილი, 2007) Thousands at UCSC burn one to mark cannabis holiday. Santa Cruz Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი, 2007.