3I/ATLAS

3I/ATLAS, C/2025 N1 (ATLAS), ყოფილი A11pl3Z — ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც აღმოჩენილ იქნა 2025 წლის 1 ივლისს, ტელესკოპების სისტემა ATLAS-ის სადგურის მიერ რიო ჰურტადოში, როდესაც ის მზიდან 4.5 ასტრონომიული ერთეულით (670 მილიონი კმ) იყო დაშორებული და მოძრაობდა 61 კმ/წმ ფარდობითი სიჩქარით. ის მზის გარშემო მოძრაობდა ჰიპერბოლურ ტრაექტორიაზე 6.11±0.09 ორბიტალური ექსცენტრისიტეტით.[1] ეს არის მესამე ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელმაც დადასტურებულად გაიარა მზის სისტემაში, 1I/ოუმუამუას და 2I/ბორისოვის შემდეგ.[2]
3I/ATLAS-ის ბირთვის ზომა გაურკვეველია, რადგან ის აქტიური კომეტაა, რომელიც გარშემორტყმულია ამრეკლავი მტვრის გარსით.[3] 3I/ATLAS-ის ბირთვის დიამეტრის შეფასებები 0.8 კმ-დან 24 კმ-მდე მერყეობს, თუმცა უფრო მცირე დიამეტრი უფრო სავარაუდოა.[3][4] 3I/ATLAS პერიჰელიონში მოვა 2025 წლის 29 ოქტომბერს, მზიდან 1.35 ± 0.01 ასტრონომიული ერთეულის (202.0 ± 1.5 მილიონი კმ) მანძილზე.[1] მზიდან შორს ყოფნისას, კომეტის ჰიპერბოლური ჭარბი სიჩქარე () იქნება 58 კმ/წმ მზის მიმართ.[5][6] }}
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 JPL Small-Body Database Lookup: C/2025 N1 (ATLAS). Jet Propulsion Laboratory. ციტირების თარიღი: 2025-07-05.
- ↑ Dickinson, David (2025-07-02). „Inbound: Astronomers Discover Third Interstellar Object“. Universe Today. ციტირების თარიღი: 2025-07-02.
- ↑ 3.0 3.1 Seligman, Darryl Z.; Micheli, Marco; Farnocchia, Davide; Denneau, Larry; Noonan, John W.; Santana-Ros, Toni (3 July 2025). "Discovery and Preliminary Characterization of a Third Interstellar Object: 3I/ATLAS". arXiv:2507.02757 [astro-ph.EP].
- ↑ Loeb, Abraham (Avi). 3I/ATLAS is Smaller or Rarer Than It Looks. submitted for publication, arXiv (2025-07-04). ციტირების თარიღი: 2025-07-04.
- ↑ Deen, Sam. (2025-07-02) Groups.io MPML: Re: What is going on with A11pl3Z? #40719.
- ↑ 3I/ATLAS: vinf 1600 + perihelion + vinf 2450 (stepsize 425 years). JPL Horizons. ციტირების თარიღი: 2025-07-05.