Autodesk 3ds Max
Autodesk 3ds Max | |
---|---|
მწარმოებელი | Autodesk, Inc. |
გამოვიდა | 1990 |
ბოლო გამოშვება | 2017 / 18 აპრილი, 2016 |
პროგრამირების ენა | C++[1] |
ოს | Windows 7 და უფრო ზემოთ |
პლატფორმა | x64 |
ენა | ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ბრაზილიური პორტუგალიური, იაპონური, ჩინური, კორეული |
ჟანრი | 3D კომპიუტერული გრაფიკა |
Autodesk 3ds Max, ყოფილი 3D Studio Max — 3D კომპიუტერული გრაფიკული პროგრამა, რომელიც განკუთვნილია 3D ანიმაციის, მოდელების და სურათების შესაქმნელად. მისი დეველოპერი და მწარმოებელია Autodesk Media and Entertainment. მას აქვს მოდელირების ფუნქციები, ჩანართების თავისუფალი არქიტექტურა. პროგრამის გამოყენება შესაძლებელია Microsoft Windows-ის პლატფორმაზე. მას ხშირად იყენებენ ვიდეო-თამაშების, სატელევიზიო კომერციული და არქიტექტურული სტუდიები. იგი აგრეთვე გამოიყენება ფილმების ეფექტებისა და წინასწარი ვიზუალიზაციისათვის.
3D Studio Max შეიქმნა 1997 წელს Autodesk Media and Entertainment-ის მიერ. პროგრამა გამოიყენება სამგანზომილებიანი ფიგურების, შენობების და განსაკუთრებით ანიმაციების შესაქმნელად.
პროგრამა გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. მას გააჩნია საკუთარი ენა Max Script(ms), მასში იწერება სკრიპტები, რომლებიც დიზაინერს, ან ანიმატორს, უადვილებს მუშაობას სამგანზომილებიან მოდელზე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიკიწიგნებში არის სტატია: Autodesk 3ds Max
- 3ds max - ოფიციალური საიტი
- Autodesk 3ds Max საიტზე Curlie
- 3ds Max-ის ისტორია დაარქივებული 2011-05-04 საიტზე Wayback Machine.