სამასი არაგველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან 300 არაგველი)
„300 არაგველი“, მხატვარი მერაბ აბრამიშვილი

სამასი არაგველი1795 წლის 11 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა რაზმი, რომელიც შედგებოდა სამასი ფშავ-ხევსურის და არაგვისპირელი გლეხისაგან. გადმოცემით, მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ, ან გაიმარჯვებდნენ, ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. მათი მამაცური თავდადება ფართოდ აისახა ხალხურ სიტყვიერებაში.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2008 წლის 27 ივნისის სხდომამ განაჩინა: „1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად. დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას საპატრიარქოსთან შეთანხმებით, იზრუნოს კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე.“[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაგრატიონი თ., დავით ბაგრატიონის ისტორია, თბ., 1972;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 300 არაგველი. ლომისის ყმები. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2021