30-ე ქუჩის სადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სადგურის ფასადი 30-ე ქუჩიდან
სადგურის დიდი ცენტრალური დარბაზი

30-ე ქუჩის სადგური (ინგლ. 30th Street Station) — არტ-დეკოს სტილის რკინიგზის სადგური ფილადელფიაში, უჭირავს ორი კვარტალი 30-ე და 32-ე ქუჩებს შორის, ქალაქის ცენტრის სიახლოვეს, მდ. სკულკილის ნაპირას. სადგური მოიცავს დიდ ცენტრალურ დარბაზსა და სავაჭრო ცენტრს. რკინიგზის ბაქანზე მგზავრები ეკალატორებს მიწისქვეშა პლატფორმაზე ჩაჰყავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის, რომელსაც თავდაპირველად "პენსილვანიის სადგური - 30-ე ქუჩა" ერქვა, კონსტრუქცია ჩიკაგოს არქიტექტურულმა ფიმამ "გრაამ, ანდერსონ, პრობსტ ენდ უაიტი" დააპროექტა (სხვა პენსილვანიის სადგურებთან ერთად). სადგური შეყვანილია აშშ-ის ისტორიულ ადგილთა ეროვნულ რეესტრში. მის დიზაინზე გავლენა ჩრდილოაღმოსავლეთის კორიდორის ელექტრიფიკაციამ მოახდინა. ამან შესაძლებელი გახადა რკინიგზის ხაზები სადგურის მთავარი კონსტრუქციის ქვეშ გასულიყო, მგზავრების ორთქმავლების გამონაბოლქვისგან დასაცავად.

სადგური იმ დროისთვის მრავალმხრივ ინოვაციას მოიცავდა, მათ შორის პნევმატური გვირაბის სისტემას, ელექტრონულ ინტერკომს და რკინა-ბეტონის სახურავს, რომელზეც მცირე ზომის თვითმფრინავს შეეძლო დაშვება.[1]

სადგური 1933 წელს გაიხსნა, პენსილვანიის რკინიგზის (PRR) მიერ განხორციელებული ექსპანსიის დასრულებისას, რომლის შტაბ-ბინაც ასევე ფილადელფიაში იყო. მან ბროდ სტრიტის სადგური შეცვალა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ძალიან მცირე იყო ფილადელფიის მზარდი სამგზავრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. PRR-ს სურდა მოეძებნა მოხერხებული მდებარეობა მის მთავარ ხაზზე ნიუ-იორკსა და ვაშინგტონს შორის.

ბროდ სტრიტის სადგური ქალაქის ცენტრში ჩიხში მოქცეული ტერმინალი იყო და საქალაქთაშორისო მატარებლებს მთავარი ხაზიდან გადახვევა უწევდა სადგურზე მოსახვედრად. ვინაიდან ბროდ-სტრიტის სადგური ძალიან დიდ საგარეუბნო მგზავრობის მოცულობას ემსახურებოდა, 30-ე სადგურთან აგებულ იქნა მიწისქვეშა საგარეუბნო სადგურიც.

დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის გამო ბროდ-სტრიტის სადგური 1952 წლამდე განაგრძობდა ფუნქციონირებას. ამ დროიდან მისი ფუნქცია 30-ე ქუჩის სადგურმა იტვირთა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დანსონი, ედვარდ. “30-ე ქუჩის სადგური” ისტორიულ ადგილთა ეროვნული რეესტრი—ნომინაცია 1978 წლის 3 თებერვლიდან.[1] დაარქივებული 2009-03-04 საიტზე Wayback Machine.
  2. კირიაკოდისი, ჰარი. "The Subways, Railways and Stations of Philly: Written Material to Accompany a Mostly-Underground Tour from 30th Street Station to Market East Station". The Pennsylvania Railroad Technical and Historical Society. 9 თებერვალი, 2007 [2] დაარქივებული 2011-09-19 საიტზე Wayback Machine. .

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:


თარგი:აშშ-ის რეგისტრირებული ისტორიული ადგილები