შინაარსზე გადასვლა

2 Chainz

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაუჰიდ კ. ეპსი (დ. 12 სექტემბერი, 1977, ჯორჯია, აშშ) — ცნობილი როგორც 2 Chainz (ძველი სახელი Tity Boi), არის ამერიკელი რეპერი და მსახიობი. პოპულარობა მოიპოვა ჰიპ-ჰოპ დუეტში, Playaz Circle-ის მონაწილობისას, რომელიც მან თანამემამულე რეპერ Earl "Dolla Boy" Conyers-თან ერთად ჩამოაყალიბა. დუეტმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ჯორჯიელ რეპერ Ludacris-ის ლეიბლთან Disturbing tha Peace და ცნობილი გახდა 2007 წელს სინგლით "Duffle Bag Boy" (ლილ უეინი-ს მონაწილეობით).

2012 წლის თებერვალს ეპსმა გააფორმა სოლო კონტრაქტი ლეიბლ Def Jam Recordings-თან (Universal Music Group-ის ნაწილი). იმავე წლის აპრილში კანიე უესტი-ის სინგლზე "Mercy" მისი მონაწილეობით პირველად მიაღზია Billboard Hot 100-ს სოლო შემსრულებლის სტატუსით, სიმღერამ 13-ე პოზიცია დაიკავა. ამას მოჰყვა სინგლები "No Lie" (დრეიკ-თან ერთად) და "Birthday Song" (კანიე უესტ-თან ერთად), რეებმაც RIAA-სგან ორჯერ პლატინის სტატუსი მიიღეს და გზას დაუგეს მის დებიუტურ სტუდიურ ალბომოს Based on a T.R.U. Story (2012) წარმატებას. ალბომმა, მიუხედავად შერეული რექციისა კრიტიკოსებისგან, Billboard 200-ის სათავეში მოხვდა და პოპულარულ სინგლ "I'm Different" შეიცავდა. მისმა მეორე ალბომმა B.O.A.T.S. II: Me Time (2013) უკეთესი შეფასება მიიღო, თუმცა კომერციულად ოდნავ ჩამორჩა წინამორბედს. ამის შემდეგ მან გამოუშვა ალბომები: ColleGrove (2016), Pretty Girls Like Trap Music (2017), Rap or Go to the League (2019), So Help Me God! (2020) და Dope Don't Sell Itself (2022). 2024 წელს ის Def Jam-დან წავიდა, ლილ უეინ-თან ერთად გამოშვებული კოლაბორაციული ალბომის Welcome 2 Collegrove (2023) შექმნის შემდეგ.

ეპსმა მოიპოვა გრემის ჯილდო საუკეთესო რაპ წარმოდგენითვის Chance the Rapper-ის სინგლზე "No Problem" მონაწილეობით (საერთო ჯამში მას ექვსი ნომინაცია აქვს). მის სხვა გამარჯვებებია სამი BET ჯილდო (11 ნომინაციიდან) და ხუთი BET Hip Hop ჯილდო (19 ნომინაციიდან). მას ასევე ჰქონდა საკუთარი შოუ Vice TV-ზე სახელწოდებით Most Expensivest, სადაც ის სამომხმარებლო ნივთებს ახასიათებდა; შოუ ოთხი სეზონი გაგრძელდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=2_Chainz&oldid=5372579“-დან