2NE1 (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
2NE1 in Melon Music Awards.jpg

2NE1 (კორ. 투애니원?; გამოთქმა. „To Anyone“ /tuː 'ænɪwʌn/ ან „Twenty-one“ /'twɛntɪ wʌn/[1][2]) — სამხრეთ კორეული ჰიფ-ჰოფ / პოპ-ჯგუფი, შექმნილი სააგენტო YG Entertainment-ის მიერ 2009 წელს. ჯგუფის სახელწოდება — აკრონიმი „New Evolution of the 21st Century“-დან[3]. რაც ნიშნავს — „XXI საუკუნის ახალი ევოლუცია“.
2NE1 შემადგენლობაში სამი გოგოა: პარკ ბომ ი (კორ. 박봄이?) — მთავარი ვოკალი, პარკ სანდარა (კორ. 박산다라?) — ვოკალი, CL (კორ. 씨엘?) — ვოკალი, რეპ, ლიდერი. 2016 წლის 5 აპრილს YG Entertainment-მა ოფიციალური წყაროებიდან განაცხადა, რომ გონგ მინჯი (კორ. 공민지?) ტოვებს ჯგუფს — ვოკალი, რეპი, მთავარი მოცეკვავე. მისი კონტრაქტი იწურებოდა და გაგრძელებას აღარ აპირებდა, ამის გამო მისმა კომპანიამ მოიწვია პრეს-კონფერენცია, სადაც ოფიციალურად უარყო ჭორები ჯგუფის დაშლის შესახებ და დაადასტურა ჯგუფის წევრის გონგ მინჯის წასვლა.

2NE1-ის ოფიციალურ ფანდომს სახელი „ბლეჯექ“ ჰქვია (ინგლ. „BlackJack“).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფი პირველად პრესაში 2008 წელს ჩნდება. კომპანიის წარმომადგენელი იანგ ჰო სოკი იმავე წლის 30 აპრილს ჟურნალისტებთან თქვა: „დაახლოებით ივლისის დასაწყისში YG Entertainment მზადაა სამ წევრიანი გოგოების ჯგუფის ოფიციალური დებიუტისთვის“, „ახალი ჯგუფი სამი წევრისგან იქნება შემდგარი: პარკ ბომ, გონგ მინჯი (კორეელი მოცეკვავის გონგ ოკ ჯის შვილიშვილი) და CL“[4]. მათვის შექმნეს სახე, რომელიც განსხვავდებოდა უკვე არსებული გოგოების ჯგუფების სახისგან, რადგან ეს იყო გოგოების ვერსია Big Bang. მოგვიანებით YG Entertainment განაცხადა, რომ ჯგუფი შემდგარი იქნება ოთხი წევრისგან (პარკ სანდარას დამატებით) და დებიუტი სადღაც 2009 წლის მაისის შუა რიცხვებში იქნება. ჯგუფი დაახლოებით ოთხი წლის მანძილზე სწავლობდა და მათი სიმღერების პროდიუსერი ჯგუფი 1TYM-ის ლიდერი — ტედი პარკია. ჯგუფის სახელწოდება თავდაპირველად როგორც „21“ იყო გამოცხადებული, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი სახელწოდების არტისტი უკვე არსებობდა ჯგუფს უცებ გადაარქვეს „2NE1“.[5]

2009 წელი: დებიუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2NE1 in 2009.jpg

2009 წლის 27 მარტს გამოშვებული იყო სიმღერა „Lollipop“, Big Bang-თან თანამშრომლობით. სიმღერა დაწერილი იყო რეკლამისთვის LG Cyon ტელეფონებისთვის. რეკლამა და კლიპი იმავე წლის 28 მარტს იყო გამოქვეყნებული[6]. „Lollipop“ Mnet ონლაინ ჩარტის დასაწყისი დიაკავა ოთხი კვირის განმავლობაში[7].

YG-ის გენერალურმა დირექტორმა იანგ ჰო სოკმა განცხადა, რომ სადებიუტო სიმღერა რეგი / ჰიფ-ჰოფ სტილში იქნება 2009 წლის 9 მაისს. მათი სადებიუტო სინგლი „Fire“ დაწერა ტედი პარკმა. იმავე წლის 1 მაისს მხოლოდ ერთი 20 წამიანი ვიდეო-კლიპი იყო გამოქვეყნებული ოფიციალურ საიტზე. კლიპს გააჩნია ორი ვერსია „Space“ და „Street“, პირველად გამოქვეყნებული 6 მაისს. ვიდეოს ნახვები - ერთ დღეში მილიონზე მეტი იყო. 2009 წლის 17 მაისს ჯგუფს დებიუტი სინგლით „Fire“ ჰქონდათ შოუზე „Inkigayo“ SBS-ზე (სამხრეთ კორეის ცენტრალური არხი)[8].
Cyworld Digital Music Awards-ზე „Lollipop“ და „Fire“ მოიგეს ჯილდო „თვის სიმღერა“, ჯგუფმა მოიგო ნომინაციაში „წლის ახალბედა“.

2010 წელი: „To Anyone“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის 9 თებერვალს, წინა გაფრთხილების გარეშე გამოვიდა სინგლი „Try to Follow Me“ (კორ. 날 따라해 봐요?, „Nal ddara haebwayo“) და გამოიყენებოდა როგორც მუსიკალური თემა Samsung Corby Folder-სთვის. იმავე წლის ზაფხულში 2NE1 გაემგზავრა ლოს-ანჯელესში და ლონდონში, იმისათვის რომ ჩაეწერათ ინგლისური სიმღერები შესაძლო ამერიკული დებიუტისთვის Will.I.Am-თან (წევრი The Black Eyed Peas). ჩაწერეს 10 სიმღერა. YG Entertainment-ის გენერალური დირექტორმა იან ჰიოკ სოკმა თქვა, რომ გოგოები დებიუტს გეგმავდნენ 2011 წელს ან 2012 წლის დასაწყისში, The Black Eyed Peas-ის მსოფლიო ტურნეს შემდეგ და საკუთარი 2NE1-ის შემდეგ კორეასა და იაპონიაში[9].

პირველი სტუდიური ალბომი, To Anyone, გამოშვებული იყო 2010 წლის 9 სექტემბერს და მოიპოვა იდიდ წარმატება[10]. ალბომს გააჩნია 12 სიმღერა, რომელშიც სამი მთავარი სიმღერა შედიოდა, კონკრეტულად „Clap Your Hands“ (კორ. 박수 쳐?), „Go Away“ და „Can’t Nobody“, რომლებიც ერთდროულად იყვნენ წარმოდგენილნი. 2NE1-მა დაიკავა პირველი ადგილი Countdown Mnet M!-ზე სიმღერით „Clap Your Hands“, შემდეგ „Go Away“-მა შემდეგ დღეს მოიგო K-Chart на KBS Music Bank და Mutizen მათი დაბრუნებიდან ერთ კვირაში „Inkigayo“ SBS სიმღერით „Can’t Nobody“. საბოლოოდ ჯგუფმა დაიკავა პირველი ადგილი თერთმეტჯერ სხვადასხვა შოუებზე[11].

21 ოქტომბერს იანგ ჰო სოკმა განაცხადა, чтоრომ 2NE1 31 ოქტომბერს გამოუშვებს სიმღერას, მოგვიანებით გახდა ცნობილი რომ ეს იქნება „It Hurts (Slow)“ (კორ. „아파“?). კლიპი გამოშვებული იყო 1 ნოემბერს თემაზე ჰელოუინი[12].

28 ოქტომბერს გახდა ცნობილი, რომ 2NE1-ის ოფიციალური ლეიბლი იაპონიაში იქნება Avex, და რომ To Anyone იაპონიაში გამოშვებული იქნება 2010 წლის 8 დეკემბერს. ამის გარდა რელიზი გადადებული იქნა განუსაზღვრელი ვადით[13]. ასევე, To Anyone გამოშვებული იყო ტაილანდში 2010-ის 28 ოქტომბერს[14]. 26 ნოემბერს 2NE1-მა გამოუშვა სინგლი „Don’t Stop The Music“, როგორც „სპეციალური საჩუქარი ჩინელი ფანებისთვის“[15].

2011: დებიუტი იაპონიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2NE1 from acrofan 2.jpg
2NE1 from acrofan 3.jpg

2011 წლის 19 იანვარს სინგლის „Can’t Nobody“ ინგლისური ვერსია გამოშვეული იყო იაპონურ ციფრულ მაღაზიაში Recochoku რინგბექტონისა და რინგტონის სახით. 2 თებერვალს კლიპი „Can’t Nobody“ (ინგლისური ვერსია) ხელმისაწვდომი გახდა გადმოწერისთვის საიტზე iTunes Japan. 22 თებერვალს, Avex განაცხადა, რომ 2NE1 გამოუშვებს თავის იაპონურ სადებიუტო სინგლს „Go Away“, რომელიც უწინ გამოიყენებოდა, როგორც კორეული პრომოსინგლი და როგორც რინგტონი 2011 წლის 9 მარტს.

2011 წლის დასასრულს ჯგუფმა მიიღო ჯილდო „საუკეთესო ახლები“, ყოველწლიურ ნომინაციაში Japan Record Awards.

2012: იაპონური ალბომი, დაბრუნება კორეაში და New Evolution[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

28 მარტს გამოდის პირველი იაპონური ალბომი სახელწოდებით Collection. ძირითადად მაში შევიდა კორეული სიმღერების იაპონური ვერსიები, ასევე ახალი იაპონური სინგლი „Scream“ და მომღერალი მადონას სიმღერის ქავერ-ვერსია, გამოშვებული 1984 წელს — „Like A Virgin“.

5 ივლისს 2NE1-მა გამოუშვა ახალი კორეული სინგლი „I Love You“, ხოლო 26 სექტემბერს ამ სიმღერის იაპონური ვერსია წარადგინეს, რომელიც ჯგუფის მესამე ოფიციალური სინგლი გახდა.

28 ივლის ჯგუფის პირველი მსოფლიო ტურნე დაიწყო New Evolution. პირველი კონცერტი ჩატარდა სეულში (სამხრეთი კორეა), ასევე ნათქვამი იყო, რომ კონცერტები ჩატარდებოდა ნიუ-ჯერსიში და კალიფორნიაში (აშშ) უკვე შემდეგ თვეში. მსოფლიო ტურნესთვის კოსტიუმები შექმნა ცნობილმა ამერიკელმა ჯერემი სკოტმა.

2016: მინჯის და ბომის წასვლა ჯგუფიდან და კონტრაქტების განახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2NE1 2013.jpg

2016 წლის 5 აპრილს YG Entertaimant-მა ოფიციალური წყაროებიდან განაცხადა, რომ მინჯიმ დატოვა ჯგუფი. მისი კონტრაქტი მთავრდებოდა და განახლებას არ აპირებდა, ამის გამო მისმა კომპანიამ მოიწვია პრეს-კონფერენცია, სადაც ოფიციალურად უარყო ჭორები ჯგუფის დაშლის შესახებ და დაადასტურა ჯგუფის წევრის გონგ მინჯის წასვლა. კონტრაქტი გაგრძელდებასხვა სამ წევრთან და იანგ ჰიონ სოკის აზრით არანაირი მიზეზი არ აქვს დაშალოს ჯგუფი. ამ წუთისთვის კო მინჯის წასვლა დადასტურებულია კომპანიით YG ent, რომლებმაც თქვეს, ჯგუფი აგრძელებს მოღვაწეობას სამი წევრის შემადგენლობით. 25 ნოემბერს 2016 YG ent. განაცხადა რომ არც პარკ ბომის კონტრაქტს ჰქონდა ხელი მოწერილი.

2016 წლის 25 ნოემბერს 2NE1 საბოლოოდ დაიშალა[16].

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასცენო სახელი სრული სახელი პოზიცია[17] დაბადების თარიღი[18][19]
ქართული ჰანგული ქართული ჰანგული
CL 씨엘 ი ჩე რინ 이채린 ლიდერი, ვოკალი, რეპერი, მაკნე 26.2.1991[20]
დარა 다라 პარკ სანდარა 박산다라 ვოკალი, ჯგუფის სახე 12.11.1984

ყოფილი წევრები

სასცენო სახელი სრული სახელი პოზიცია[17] დაბადების თარიღი[18][19]
ქართული ჰანგული ქართული ჰანგული
მინჯი 민지 გონ მინ ჯი 공민지 ვოკალი, რეპერი, მთავარი მოცეკვავე, მაკნე 18.01.1994
ბომი ბაკ ბომ ი 박봄이 მთავარი ვოკალისტი 24.3.1984

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
სახელწოდება ონფორმაცია ჩარტები გაყიდვები
KOR
[21]
JPN
[22]
TWN
[23]
აშშ მსოფლიო
[24]
US
[25]
კორეა
To Anyone 1 27 16 7
Crush
  • შექმნილი: 26 თებერვალი 2014 წელი
  • ლეიბლი: YG Entertainment, KT Music[26]
  • ფორმატი: CD, ციფრული დისტრიბუცია
2 36 9 2 61
იაპონია
Collection
  • შექმნილი: 28 მარტი 2012 წელი
  • ლეიბლი: YGEX
  • ფორმატი: CD, ციფრული დისტრიბუცია
5
Crush (იაპონური გამოშვება)
  • შექმნილი: 25 ივნისი 2014[30][31]
  • ლეიბლი: YGEX
  • ფორმატი: CD, CD/DVD, 2CD/DVD, ციფრული დისტრიბუცია
4[32]
„—“ ნიშნავს, რომ რელიზი არ შევიდა ჩარტში.
*ინფორმაცია იაპონიის ბაზების გაყიდვების შესახებ აღებულია Oricon-დან.
მინი ალბომები
სახელწოდება ინფორმაცია ჩარტები გაყიდვები
კორ
[21]
იაპ
[22][33]
ტაივ
[23]
აშშ
Heat

[34]
აშშ
მსოფლიო

[34]
კორეა
2NE1
  • შექმნილი: 8 ივლისი 2009 წელი
  • ლეიბლი: YG Entertainment, Rhythm Zone[35]
  • ფორმატი: CD, ციფრული დისტრიბუცია
1 24 10
  • კორ: 170 625[36]
  • იაპ: 17 200[28]
2NE1
  • შექმნილი: 28 ივლისი 2011 წელი
  • ლეიბლი: YG Entertainment
  • ფორმატი: CD, ციფრული დისტრიბუცია
1 26 12 34 4
  • კორ: 108 836[37]
  • იაპ: 95 600[28]
იაპონია
Nolza
  • შექმნილი: 21 სექტემბერი 2011 წელი[38]
  • ლეიბლი: YGEX
  • ფორმატი: CD, ციფრული დისტრიბუცია
1
  • იაპ: 50 000[28]
„—“ ნიშნავს, რომ რელიზი არ შევიდა ჩარტში.

ვიდეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიდეოკლიპები
სახელწოდება ოფიციალური
ვიდეო
YouTube-ზე
შენიშვნა
„Lollipop“ (feat. Big Bang) ყურება „Lollipop“ (კორეული სინგლი)
„Fire“ (Street Ver.) ყურება „Fire“ (კორეული სინგლი)
„Fire“ (Space Ver.) ყურება
„I Don’t Care“ ყურება „I Don’t Care“ (კორეული სინგლი)
„KISS“ (DARA) ყურება DARA „KISS“ (კორეული სინგლი)
„YOU & I“ (BOM) ყურება BOM „YOU & I“ (კორეული სინგლი)
„FOLLOW ME“ ყურება „Try to Follow Me“ (კორეული სინგლი)
„It Hurts“ ყურება „To Anyone“ (კორეული ალბომი)
„GO AWAY“ ყურება
„CAN’T NOBODY“ ყურება
„Don’t Stop The Music“ ყურება რეკლამის Yamaha Fiore თემა
„CAN’T NOBODY“ (English Ver.) ყურება
„DON’T CRY“ (PARK BOM) ყურება PARK BOM „DON’T CRY“ (კორეული სინგლი)
„LONELY“ ყურება „LONELY“ (კორეული სინგლი)
„I AM THE BEST“ ყურება „I AM THE BEST“ (კორეული სინგლი)
„HATE YOU“ ყურება „HATE YOU“ (კორეული სინგლი)
„UGLY“ ყურება
„HATE YOU“ (იაპონური ვერსია) ყურება „HATE YOU“ (იაპონური სინგლი)
„I AM THE BEST“ (იაპონური ვერსია) ყურება „I AM THE BEST“ (იაპონური სინგლი)
„UGLY“ (იაპონური ვერსია) ყურება „UGLY“ (იაპონური სინგლი)
„GO AWAY“ (იაპონური ვერსია) პრევიუს ყურება
„I LOVE YOU“ ყურება
„FALLING IN LOVE“ ყურება
„DO YOU LOVE ME“ ყურება
„Missing You“ ყურება
„COME BACK HOME“ ყურება
„HAPPY“ ყურება
„CRUSH (იაპონური ვერსია)“ ყურება
„COME BACK HOME (იაპონური ვერსია)“
„DO YOU LOVE ME (იაპონური ვერსია)“
„Missing You“ (იაპონური ვერსია)“
„GOTTA BE YOU (იაპონური ვერსია)“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Korean Pop’s Singular Mélange English. The New York Times (2012-08-19). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-27.
  2. იმიტომ, რომ „to anyone“ და „twenty-one“ ჰანგულზე ერთნაირად იწერება, განსხვავება სივრცის გამოტოვებაშია.
  3. 2NE1 Comes Out on Top at Music Bank. The Korea Times (2009-07-18). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-28.
  4. 여자 빅뱅이 탄생 한다는데요. ko. bana57k (2008-05-02). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-28.
  5. Lee, Hyae-rin. YG «원조 21에게 미안, '여자빅뱅' 이름 2NE1로 교체» (YG «We apologize to original '21' and Have Changed the Name to 2NE1!! Please forgive us!»). Asia Economy. March 30, 2009.
  6. Lee, Duna. '여자빅뱅' CF통해 모습 공개한다 («Female Big Bang» First Shown Through Commercial). uKopia. March 26, 2009.
  7. Kim, Hyeong-woo. 빅뱅-2NE1 ‘롤리팝’ 엠넷차트 4주연속 1위 기염 (Big Bang-2NE1 «Lollipop» M-Net 4-Week #1). Joins.com/Newsen. April 28, 2009.
  8. Park, Yeong-woong. 2NE1, 뮤비 공개 하루만에 2백만 조회…17일 첫 무대 (2NE1, Music Video Debut Has 2 Million Views…17th is First Performance). MyDaily. May 7, 2009.
  9. 2NE1 Eyeing Out the US Market. KBS Global. Korea Broadcasting System (August 17, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-28.
  10. 2NE1 9월9일 ‘트리플타이틀’로 출격 Korean. Newsen (August 17, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-28.
  11. Gil, Hye-seong. (October 17, 2010) 2NE1, '인기가요' 초유 4주연속 1위 Korean. Star News. MoneyToday. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-28.
  12. 2NE1 haunts with “It Hurts” music video English. allkpop. the 6Theory Media, LLC, Network (November 1, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-27.
  13. 【リリース情報】『TO ANYONE』2010.12.8 in stores Japanese. Avex Network. Avex Group (October 28, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-28.
  14. 2NE1 Vol. 1 - To Anyone (Thailand Version). YesAsia.com. YesAsia.com LTD.
  15. สี่สาวเปรี้ยวซ่า 2NE1 เตรียมส่งซิงเกิลพิเศษ "Don't Stop The Music" เพื่อแฟนไทยโดยเฉพาะพร้อมฟังก่อนใครในโลก!! 26 พฤศจิกายนนี้ ทุกคลื่นวิทยุทั่วประเทศ. กระแสตอบรับดี โอกาสเจอ 2NE1 ยิ่งมาก!! Thai. Pingbook Entertainment. Pingbook Network (November 25, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-28.
  16. 2NE1 announces their official disbandment — Koreaboo. წაკითხვის თარიღი: 25 November 2016.
  17. 17.0 17.1 2NE1 - Résumé - Facebook en. 2NE1's official Facebook page. წაკითხვის თარიღი: 2012-10-13.
  18. 18.0 18.1 2NE1 profile ja. KBS World. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-27. წაკითხვის თარიღი: 2012-10-13.
  19. 19.0 19.1 2NE1 Daum 키즈짱 ko. Daum Communications. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-27. წაკითხვის თარიღი: 2012-10-13.
  20. [2NE1 21문21답③CL, "데모 테이프 들고 무작정 YG 문 노크"]. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-10-27. წაკითხვის თარიღი: 2012-10-13.
  21. 21.0 21.1 ადგილი Gaon Chart-ში:
    Hong, Lucia. (September 16, 2010) Gaon Weekly Album Chart: Sep 5–11. 10Asia. 10Asia. წაკითხვის თარიღი: January 28, 2011.
    • „Clap Your Hands“, „Go Away“, „Can’t Nobody“, „It Hurts (Slow)“
    Hong, Lucia. (September 30, 2010) Gaon Weekly Singles Chart: Sep 19–25. 10Asia. 10Asia. წაკითხვის თარიღი: January 28, 2011.
    • „Kiss“
    Yoon, Hyeon-jin. (September 11, 2009) 산다라박 ‘키스’ 온라인 석권‥2NE1 솔로활동도 대성공 Korean. Newsen News. Newsen. წაკითხვის თარიღი: March 22, 2011.
    • „Please Don’t Go“
    Gil, Hye-seong. (December 1, 2009) 2NE1 씨엘 & 민지 듀엣곡, 각종 주간차트 1위 석권 Korean. Star News. MoneyToday. წაკითხვის თარიღი: March 22, 2011.
    • სხვა ალბომები და სიმღერები:
    Gaon Chart Search: 2NE1 Korean. Gaon Chart. Korea Music Content Industry Association. წაკითხვის თარიღი: October 30, 2010.
  22. 22.0 22.1 2ne1のアルバム売り上げランキング Japanese. Oricon Style. Oricon Inc. წაკითხვის თარიღი: March 22, 2011.
  23. 23.0 23.1 G-Music Combo Chart Chinese. G-Music. წაკითხვის თარიღი: December 10, 2013.. კვირა:
    • To Anyone 2011年 第50週
    • 2NE1 2011年 第36週
    • 2nd Mini Album 2011年 第35週
    • Crush 2014年 第13週
  24. 2ne1 – Chart history. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: March 6, 2014.
  25. 25.0 25.1 Benjamin, Jeff. (March 5, 2014) 2NE1 Sets New U.S. Record for Highest-Charting, Best-Selling K-Pop Album With 'Crush'. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: March 6, 2014.
  26. 26.0 26.1 トゥ・エニーワン:Vol.1(韓国盤) Korean. Oricon (March 20, 2013).
  27. 28.0 28.1 28.2 28.3 28.4 28.5 28.6 オリコンランキング情報サービス「you大樹」. Oricon. წაკითხვის თარიღი: April 14, 2014.
  28. Gaon Album Chart – Monthly Korean. Gaon Chart. Korea Music Content Industry Association. წაკითხვის თარიღი: August 7, 2014.
  29. 2NE1、2年ぶりニューアルバム初回盤は2CD+DVD — 音楽ナタリー
  30. NEWS | 2NE1(トゥエニィワン) Japan official website
  31. 2014年06月23日~2014年06月29日のCDアルバム週間ランキング Japanese. Oricon Style.
  32. 【オリコン】2NE1、初登場首位デビュー…韓国女性グループ最速6日 ja. Oricon (September 27, 2011). წაკითხვის თარიღი: September 27, 2011.
  33. 34.0 34.1 2ne1 Album & Song Chart History: Billboard charts. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან - 29 July 2011. წაკითხვის თარიღი: 2011-08-05.
  34. 2NE1. Oricon. წაკითხვის თარიღი: 2013-03-20.
  35. Yang Hyun Suk. (December 30, 2010) From YG Korean. YG Life. YG Entertainment. წაკითხვის თარიღი: December 29, 2010.
  36. Gaon Album Chart – 2011년 Korean. Gaon Chart. Korea Music Content Industry Association. წაკითხვის თარიღი: 2014-02-22.
  37. New mini album for Japan "NOLZA" Japanese. Oricon. Oricon Style. წაკითხვის თარიღი: September 18, 2011.