27 წლის თაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფედერიკო და ფრანსისკო გარსია ლორკები, 1930 წელი

27 წლის თაობა (ესპ. Generación del 27) — გაერთიანება ესპანელი მწერლებისა, მხატვრებისა, მუსიკოსებისა, რომლებმაც თავი გაითქვეს მთელი რიგი საზოგადოებრივი გამოსვლებით (ლექციები, საჯარო კითხვებითა და ა.შ.). გაერთიანება ჩამოყალიბდა ლუის დე გონგორას გარდაცვალების 300 წლისთავის აღსანიშნავად, 1927 წელს. ზეიმი სევილიაში პოპულარულმა ტორეადორმა იგნასიო სანჩეს მეხიასმა მოაწყო. მათ ასევე უწოდებენ „25 წლის თაობას“, „დიქტატურის თაობას“, „რესპუბლიკის თაობას“, „ლორკა-გილენის თაობას“.

ცნობილი წარმომადგენლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემოქმედების ადრეულ ეტაპზე ჯგუფთან ახლოს იყვნენ პაბლო ნერუდა, ვისენტე ჰუიდობრო, ხორხე ლუის ბორხესი. ჯგუფის პოეტური მანიფესტი იყო ანთოლოგია „ესპანური პოეზია, 1915-1931“, რომელიც გამოქვეყნდა 1932 წელს ჰერარდო დიეგოს მიერ. ჯგუფის წევრები ძირითადად წერდნენ შემდეგი ჟურნალებისთვის „Cruz and Raya“, „Litoral“, „Revista de Occidente"“ და ა.შ.

ლიტერატურული პოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის წევრების შემოქმედება წარმოადგენს ესპანეთის სამეცნიერო და ხალხური ტრადიციების კიდევ ერთხელ შერწყმის მცდელობას (25 წლით ადრე ამ ამოცანის გადაჭრას „თაობა 98“ ისახავდა მიზნად). ამავე დროს, ჯგუფის წევრები ცდილობდნენ ევროპული ავანგარდის (ფუტურიზმი, კუბიზმი, სიურრეალიზმი) მიგნებების დანერგვას ესპანურ ლიტერატურასა და კულტურაში.

არაერთი პოეტის შემოქმედებამ (გიულენი, სალინასი) განვითარება ჰპოვა „სუფთა ლირიზმისკენ“, რომლის პრინციპებიც შემუშავდა პოლ ვალერის მიერ. ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ გამოჩენილი ესპანელი ფილოლოგები (დამასო ალონსო). სამოქალაქო ომის დროს, ჯგუფის წევრთა უმეტესობამ დაიკავა რესპუბლიკის მხარე. მათ მოღვაწეობა განაგრძეს სოციალურ პოეზიის და ხალხური რომანის ჟანრში, ამზადებდნენ პროპაგანდისტულ ბროშურებს (ალბერტი, ალეისანდრე, ერნანდესი და ა.შ.). 27 წლის თაობისთვის გარდამტეხ მოვლენად იქცა ლორკას გარდაცვალება (1936). რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ, ჯგუფის ბევრ წევრს ემიგრაციაში წასვლა მოუწია.

ანთოლოგიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Poetas españoles de la Generación del 27. T.1/2. La Habana: Editorial Arte y Literatura, 1977
  • Antología de los poetas del 27/ Sel. e introd. de José Luis Cano. Madrid : Espasa-Calpe, 1984
  • Poesía de la generación del 27: antología crítica comentada/ Ed. Víctor de Lama. Madrid: EDAF, 1997

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Rozas J.M. La generación del 27 desde dentro: textos y documentos. Madrid: Ediciones Alcalá, 1974
  • Díez de Revenga F.J. Panorama crítico de la generación del 27. Madrid: Editorial Castalia, 1987
  • Можаева А.Б. Внуки Гонгоры// Культ как феномен литературного процесса: автор, текст, читатель. М.: ИМЛИ, 2011, с.252-265