2022 წლის 10 ოქტომბრის სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე.

2022 წლის 10 ოქტომბერს, რუსეთ-უკრაინის ომის დროს,რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას მოგვიანებით რუსული ტერორისტული დაბომბვის კამპანია ეწოდა. [1] ზოგიერთი რაკეტის სამიზნე უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო, მათ შორის ელექტროსადგურები, ქვესადგურები, თბოელექტროსადგურები, ტრანსფორმატორები, ხიდები და ა.შ. რაკეტების ნაწილის სამიზნე იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის - საბავშვო მოედნები. [2] 10 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, აფეთქებები დაფიქსირდა უკრაინის ათობით რეგიონულ ცენტრსა და დედაქალაქ კიევში . [3] [4] Fox News-მა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო დაბომბვა „რუსეთის შურისძიებას ყირიმის ხიდზე თავდასხმას დაუკავშირა, თუმცა, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსულმა ჯარებმა მასირებული დაბომბვისთვის მოსამზადებელი ბრძანება 2 და 3 ოქტომბერს მიიღეს.

რაკეტები შავი და კასპიის ზღვიდან რამდენიმე ტალღად, Tu-95ms და Tu-22m 3 თვითმფრინავების გამოყენებით გაუშვეს. Ukrenergo-ს ცნობით, დაბომბვის შედეგად ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და დაბაში ელექტრომომარაგების მიწოდება შეფერხდა. [5] დილის 11 საათისთვის დარტყმების შედეგად დაზიანდა 11 მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი 8 რეგიონსა და ქალაქ კიევში. [6]

სარაკეტო თავდასხმის დროს დაიღუპა 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე და ქართული ლეგიონის წევრი ედიშერ კვარაცხელია.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. [1]
  2. [2]
  3. Schwirtz, Michael; Specia, Megan; Ramzy, Austin (2022-10-10). „Live Updates: At Least 8 Dead in Kyiv as Ukraine Comes Under Sustained Attack“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-10-10.
  4. „Russia strikes Kyiv and cities across Ukraine after Crimea bridge attack“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 2022-10-10.
  5. Ukrenergo uses backup power schemes to restore power supply en. ციტირების თარიღი: 2022-10-10
  6. As of 11:00 a.m., 11 important infrastructure facilities in 8 regions and Kyiv were damaged, - Shmyhal en. ციტირების თარიღი: 2022-10-10
  7. „ცნობილია, ვინ არის უკრაინაში დაღუპული ქართველი“. primetime.ge. ციტირების თარიღი: 2022-10-10.