2021 წელი საქართველოში
იერსახე
| |||||
| იხილეთ აგრეთვე: | |||||
|---|---|---|---|---|---|
2021 წლის მოვლენები საქართველო.
მოქმედი თანამდებობის პირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პრეზიდენტი: სალომე ზურაბიშვილი (2018 წლიდან)
- პრემიერ-მინისტრი: გიორგი გახარია (22 თებერვლამდე), ირაკლი ღარიბაშვილი (22 თებერვლიდან)
- პარლამენტის თავმჯდომარე: არჩილ თალაკვაძე (2019 წლიდან)
ავტონომიური რესპუბლიკები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჭარა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მთავრობის თავმჯდომარე: თორნიკე რიჟვაძე (2018 წლიდან)
- უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: დავით გაბაიძე (2016 წლიდან)
აფხაზეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მთავრობის თავმჯდომარე (დევნილობაში): რუსლან აბაშიძე (2019 წლიდან)
- უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (დევნილობაში): ჯემალ გამახარია (2019 წლიდან)
სადავო/ოკუპირებული ტერიტორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზეთი (დე ფაქტო ხელისუფლება)
- დე ფაქტო პრეზიდენტი: ასლან ბჟანია (2020 წლიდან)
- დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი: ვალერი ბგანბა (2018 წლიდან)
- დე ფაქტო სახალხო კრების თავმჯდომარე: ვალერი კვარჩია (2017 წლიდან)
სამხრეთ ოსეთი (დე ფაქტო ხელისუფლება)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დე ფაქტო პრეზიდენტი: ანატოლი ბიბილოვი (2017 წლიდან)
- დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი: გენადი ბეკოევი (2020 წლიდან)
- დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე: ალან ტადტაევი (2019 წლიდან)
მიმდინარე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- COVID-19-ის პანდემია საქართველოში
იანვარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 11 იანვარი – ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან მიდის.[1]
- 21 იანვარი – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოსთან 2008 წლის ომის დროს ადამიანის უფლებების არაერთი დარღვევა ჩაიდინა.[2][3]
თებერვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 17 თებერვალი – თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მან გირაოს გადახდაზე უარი თქვა. მას ბრალად ედება 2019 წლის პროტესტის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
- 18 თებერვალი – პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მან პარტიის წევრებთან უთანხმოება დაასახელა, რაც ნიკა მელიას დაკავების ბრძანების აღსრულებას უკავშირდებოდა. გახარიას განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის ფონზე ოპოზიციის ლიდერის დაკავება ქვეყანაში შემდგომი დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნიდა.
- 22 თებერვალი – პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა.
- 23 თებერვალი – პოლიციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილნი, შტურმი მიიტანა და ნიკა მელია დააკავა.
აპრილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 19 აპრილი – რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ შეთანხმებას, რითაც დასრულდა მრავალთვიანი პოლიტიკური ჩიხი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა.[4][5]
- 21 აპრილი – პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას, 2021 წლის 27 აპრილს შეიწყალებდა.[6]
ივლისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 5 ივლისი – ათასობით ადამიანი შეიკრიბა ლგბტ პრაიდის პარადის გასაპროტესტებლად და მისთვის ხელის შესაშლელად. მოვლენების პირდაპირ ეთერში გასაშუქებლად მისულ მედიის წარმომადგენლებსა და კონტრდემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 53 ჟურნალისტი დაშავდა. ორგანიზატორებმა, საბოლოოდ, ღონისძიება გააუქმეს.
- 28 ივლისი – „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა აპრილში ოპოზიციასთან გაფორმებული შეთანხმება. მიზეზად მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით მოქმედი „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარი დაასახელა.
ოქტომბერი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 ოქტომბერი – ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 2018 წელს დაუსწრებლად მსჯავრი დაედო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდაპირველად აცხადებდა, რომ სააკაშვილს ქვეყნის საზღვარი არ გადმოუკვეთავს, თუმცა მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე მისი დაკავება გამოაცხადა.
- 2 ოქტომბერი – ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ ნაწილში ხმების თითქმის 47% მოიპოვა, ხოლო 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური დაინიშნა.
- 2 ოქტომბერი – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ციხეში მიხეილ სააკაშვილს ესტუმრა. მისი განცხადებით, სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.
- 14 ოქტომბერი – თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
- 30 ოქტომბერი – დაძაბულ მეორე ტურში მმართველმა პარტიამ 20-დან 19 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნები მოიგო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Balmforth, Tom; Osborn, Andrew; Kolodyazhnyy, Anton (2021-01-11). MacSwan, Angus (ed.). „Ex-Soviet Georgia's richest citizen, ruling party chief, quits politics“. Reuters. ციტირების თარიღი: 2021-01-24.
- ↑ Megrelidze, Sophiko; Isachenkov, Vladimir. Europe's court condemns Russia over 2008 war with Georgia (2021-01-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 January 2021. ციტირების თარიღი: 2021-01-24
- ↑ Harding, Luke. (2021-01-21) Russia committed human rights violation in Georgia war, ECHR rules. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 January 2021. ციტირების თარიღი: 2021-01-24
- ↑ Herszenhorn, David M. (20 April 2021). „EU brokers deal to end political deadlock in Georgia“. Politico.
- ↑ A way ahead for Georgia. European External Action Service.
- ↑ „President Zurabishvili to pardon Mtavari-TV co-founder Rurua on April 27“. Agenda.ge. 21 April 2021.
