2015 წლის კანის კინოფესტივალი
2015 წლის კანის კინოფესტივალი | |
---|---|
გახსნა | 13 მაისი 2015 |
დახურვა | 24 მაისი 2015 |
მდებარეობა | საფრანგეთი კანი |
დაარსდა | 1946 |
წამყვანი | ლამბერ ვილსონი |
საიტი | festival-cannes.com/en |
68-ე ყოველწლიური კანის კინოფესტივალი გაიმართა 2015 წლის 13-დან 24-მაისამდე. ამერიკელი კინორეჟისორები ჯოელ და ითან კოენები დასახელებულები არიან ვენეციის მოსტრას შემდეგ მსოფლიოს ამ უძველესი კინოფესტივალის „მთავარი კონკურსის“ (Longs métrages de la compétition officielle) ჟიურის თავმჯდომარეებად[1]. ფესტივალის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ორი ადამიანი ერთდროულად არის ჟიურის თავმჯდომარე. 2015 წლის 11 მარტს დაასახელეს ფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიების წამყვანი, გასული საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში პოპულარული ფილმ საჰარას ვარსკვლავი ფრანგი ლამბერ ვილსონი[2].
ფესტივალის აფიშაზე[3] გამოსახულია წარმოშობით შვედი ჰოლივუდის ვარსკვლავი ინგრიდ ბერგმანი, ფოტო გადაღებულია ფოტოგრაფთა ცნობილი გაერთიანება, მეგნუმ ფოტოს ერთ-ერთი თანადამაარსებლის პოლონელი დეივიდ სეიმურის მიერ. აფიშა შეირჩა რათა პატივი მიეგოთ ბერგმანისთვის და მის მიერ კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. შვედი მსახიობი ასევე იყო 1973 წლის კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე. ინგრიდ ბერგმანისთვის პატივის მიგების მიზნით ფესტივალის „კლასიკის სექციაში“ ნაჩვენები იქნება შვედური დოკუმენტური ფილმი - „Ingrid Bergman: In Her Own Words“.
2015 წლის 13 აპრილს დასახელებულ იქნა ფესტივალის გახსნის ფილმი, ემანუელ ბერკოს - La Tête haute. მთავარ როლებში ფრანგული და საერთაშორისო კინოინდუსტრიის ლეგენდა კატრინ დენევი და 2001 წლის კანის ტრიუმფირატი - „პიანინოს მასწავლებელის“ მთავარი როლის შემსრულებელი ბენუა მაჟიმელი, მსახიობმა ფილმისთვის იმ წელს მოიპოვა ჯილდო საუკეთესო მსახიობი კაცისთვის. ფესტივალის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ფესტივალს ხსნის ქალი რეჟისორის ნამუშევარი. 1987 წელს ფესტივალი გაიხსნა დიანა კიურის ფილმით „შეყვარებული მამაკაცი“ [4]. რეჟისორ ლუკ ჟაკეს ფილმი „La Glace et le ciel“, როგორც ფესტივალის ოფიციალური გვერდი მიუთითებს „ჰიმნი პლანეტის გადასარჩენად“, გამოცხადდა ფესტივალის დახურვის ფილმად [5]. ფესტივალის გახსნის და დახურვის ფილმები შერჩეული იქნა მსოფლიო საზოგადოებისთვის ძლიერი და ნათელი გზავნილის მიწოდებისთვის. „La Tête haute“, როგორც პასუხი ა. წ. იანვრის „შარლი ებდოს ტერაქტებთან“ მიმართებაში, ხოლო „La Glace et le ciel“ მისი მზრუნველობის გამო პლანეტის მომავალზე.
ხუთშაბათს, 2015 წლის 16 აპრილს გამოცხადდება ოფიციალური კონკურსის ფილმები[4].
კონკურსები (Sélections)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოფიციალური კონკურსი (Sélection officielle)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსი (Longs métrages en compétition)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის ოქროს პალმის მოსაპოვებლად შერჩეული ფილმები გამოცხადდა 16 აპრილს გამართულ პრეს-კონფერენციაზე [6]. 2015 წლის 23 აპრილს, გამონაკლისის სახით ძირითად კონკურსს დაემატა ორი ფილმი: Valley of Love რეჟ: გიიომ ნიკლუ და Chronic რეჟ: მიჩელ ფრანკო.
- Dheepan (სამუშაო სათაური) რეჟ: ჟაკ ოდიარი; საფრანგეთი
- La loi du marché რეჟ: სტეფან ბრიზე; საფრანგეთი
- Marguerite et Julien რეჟ: ვალერი დონზელი; საფრანგეთი
- Il racconto dei racconti რეჟ: მატეო გარონე; იტალია
- Carol რეჟ: ტოდ ჰეინსი; შეერთებული შტატები
- The Assassin რეჟ: ჰოუ სიაო-სიენი; ტაივანი
- Mountains May Depart რეჟ: ცზია ჯანგკე; ჩინეთი
- Our Little Sister რეჟ: ჰიროკაძუ კორეედა; იაპონია
- Macbeth რეჟ: ჯასტინ კურზელი; დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები
- The Lobster რეჟ: იორგოს ლანთიმოსი; საბერძნეთი
- Mon roi რეჟ: მაივენი; საფრანგეთი
- Mia Madre რეჟ: ნანი მორეტი; იტალია
- Son of Saul რეჟ: ლასლო ნემეში; უნგრეთი
- La giovinezza რეჟ: პაოლო სორენტინო; იტალია
- Louder Than Bombs რეჟ: იოაკიმ ტრიერი; ნორვეგია, საფრანგეთი, დანია, შეერთებული შტატები
- The Sea of Trees რეჟ: გას ვან სენტი; შეერთებული შტატები
- Sicario რეჟ: დენი ვილიევი; შეერთებული შტატები
- Valley of Love რეჟ: გიიომ ნიკლუ; საფრანგეთი
- Chronic რეჟ: მიჩელ ფრანკო: შეერთებული შტატები
ფესტივალის ტრადიციულად ლიდერებად კვლავ რჩებიან: საფრანგეთი - 7 ფილმი, შეერთებული შტატები - 6 ფილმი და იტალია - 3 ფილმი.
განსხვავებული ხედვა (Un Certain Regard)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Masaan რეჟ: ნერაჯ გაივანი; ინდოეთი
- Hrútar რეჟ: გრიმ ჰაკონარსონი; ისლანდია
- Sweet Red Bean Paste რეჟ: ნაომი კავასე; იაპონია
- Journey to the Shore რეჟ: კიიოში კუროსავა; იაპონია
- Je suis un soldat რეჟ: ლორან ლარივიერი; საფრანგეთი, ბელგია
- Zvizdan რეჟ: დალიბორ მატანიჩი; ხორვატია, სლოვენია
- Taklub რეჟ: ბრილანტე მენდოსა; ფილიპინები
- The Other Side რეჟ: რობერტო მინერვინი; საფრანგეთი, იტალია
- Un etaj mai jos რეჟ: რადუ მუნტიანი; რუმინეთი
- Mu-Roe-Han რეჟ: ო სანგ-უქი; სამხრეთ კორეა
- Las elegidas რეჟ: დავიდ პაბლოსი; მექსიკა
- Nahid რეჟ: იდა პანაჰანდეჰი; ირანი
- Comoara რეჟ: კორნელიუ პორომბოიუ; რუმინეთი
- Alias María რეჟ: ხოსე ლუის როხელეს გრაცია; კოლუმბია, არგენტინა, საფრანგეთი
- Chauthi Koot რეჟ: გურვინდერ სინგჰი; ინდოეთი
- Madonna რეჟ: შინ სუ-ვონი; სამხრეთ კორეა
- Rak Ti Khon Kaen რეჟ: აპიჩატპონგ ვირასეტაკული; ტაილანდი
- Maryland რეჟ: ალის ვინოკური; საფრანგეთი
- Lamb რეჟ: იარედ ზელეკი; ეთიოპია, საფრანგეთი, გერმანია, ნორვეგია
სრულმეტრაჟიანი ფილმები კონკურსს გარეთ (Longs métrages hors compétition)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიჟი მაქსი: სიბრაზის გზა (Mad Max: Fury Road) რეჟ: ჯორჯ მილერი (2015 წელი, ავსტრალია, შეერთებული შტატები)[7]
- La Tête haute (ფესტივალის გახსნის ფილმი) რეჟ: ემანუელ ბერკო (2015 წელი, საფრანგეთი)
ჟიური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი კონკურსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის ფესტივალის ჟიურის სრული შემადგენლობა გამოცხადდა 21 აპრილს.[8][9]
- ჯოელ და ითან კოენები, ამერიკელი რეჟისორები (თავმჯდომარეები) [10].
- როსი დე პალმა, ესპანელი მსახიობი
- სოფი მარსო, ფრანგი მსახიობი და რეჟისორი
- სიენა მილერი, ინგლისელი მსახიობი
- როკია ტრაორე, მალელი მომღერალი და კომპოზიტორი
- გილერმო დელ ტორო, მექსიკელი რეჟისორი
- კსავიე დოლანი, კანადელი რეჟისორი და მსახიობი
- ჯეიკ ჯილენჰოლი, ამერიკელი მსახიობი
სინეფონდასიონ (La Cinéfondation)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბდერაჰმან სისაკო, მავრიტანიელი კინორეჟისორი (თავმჯდომარე)[11] .
განსხვავებული ხედვა (Un Certain Regard)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იზაბელა როსელინი, იტალო-ამერიკელი კინომსახიობი (თავმჯდომარე)[12]
კრიტიკოსთა კვირეული (Semaine de la critique)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რონიტ ელკაბეცი, ისრაელელი მსახიობი და კინორეჟისორი (თავმჯდომარე)
- კატელ კილივერი, ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი
- პიტერ შუჩიცკი, ბრიტანელი ოპერატორი
- ანდრეა პიკარი, კანადელი კინო-კურატორი და კრიტიკოსი
- ბოიდ ფან ჰუი, ნიდერლანდელი კინოკრიტიკოსი
პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოქროს პალმა - Dheepan რეჟ: ჟაკ ოდიარი
- გრან პრი - Son of Saul რეჟ: ლასლო ნემეში
- საუკეთესო რეჟისორი - ჰოუ სიაო-სიენი (The Assassin)
- საუკეთესო სცენარი - მიჩელ ფრანკო (Chronic)
- საუკეთესო მსახიობი ქალი
- რუნი მარა (Carol)
- ემანუელ ბერკო (Mon roi)
- საუკეთესო მსახიობი კაცი - ვინსენ ლინდონ (La Loi du marché)
- ჟიურის პრიზი - The Lobster რეჟ: იორგოს ლანთიმოსი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფესტივალის ოფიციალური ვებ-გვერდი დაარქივებული 2012-09-21 საიტზე Wayback Machine.
- კინოაფიშა.ჯი დაარქივებული 2015-04-06 საიტზე Wayback Machine.
- კანის კინოფესტივალი P.S.-ის ობიექტივში[მკვდარი ბმული]
- მთავარი კონკურსის ფილმების დასახელება, 2015 წლის 16 აპრილი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://allmovies.ge/dzmebi-koenebi-kanis-kinofestivalis-jiuris-uxelmdzgvaneleben/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-26. ციტირების თარიღი: 2015-03-14.
- ↑ http://www.festival-cannes.fr/en/article/61281.html
- ↑ 4.0 4.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-04-16.
- ↑ http://www.festival-cannes.fr/en/article/61330.html
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-18. ციტირების თარიღი: 2015-04-16.
- ↑ http://www.festival-cannes.fr/en/article/61286.html
- ↑ http://www.festival-cannes.fr/en/article/61318.html
- ↑ http://www.thewrap.com/jake-gyllenhaal-sienna-miller-and-guillermo-del-toro-join-cannes-film-festival-jury/
- ↑ http://www.newposts.ge/?l=G&id=62476-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98,%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98,%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98,
- ↑ http://www.festival-cannes.fr/en/article/61262.html#
- ↑ http://www.festival-cannes.fr/en/article/61298.html
|