აშშ-ის კანონმდებლობა ითხოვს პაკისტანისთვის დახმარების აკრძალვას ქვეყნის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო.[1]
ისლამაბადისMarriott Hotel-ში მომხდარტერაქტს ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის თავად ტერორისტი. აფეთქება რამდენიმე საათით ადრე მოხდა იქამდე, სანამ სასტუმროში ინდოეთის უმაღლესი კომისია ინდოეთის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას გამართავდა. [2]
27 იანვარი: პეშავარში განხორციელებული თავდასხმის შედეგად პოლიციის უფროსი და კიდევ 12 ადამიანი დაიღუპა.[3]
9 მარტი: პრეზიდენტმა პერვეზ მუშარაფმა თანამდებობიდან გადააყენა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იფტიხარ მუჰამედ ჩოუდრი და მის ნაცვლად უზენაესი სასამართლოს მოვალეობის შემსრულებლად მოსამართლე ჯავაიდ იქბალი დანიშნა.
12 მაისი: კარაჩში „შავი შაბათის“ სახელით ცნობილი არეულობები დაიწყო, რაც ჯინას საერთაშორისო აეროპორტში მოსამართლე იფტიხარ ჩაუდრჰის ჩამოსვლას მოჰყვა. [4] მთელ ქალაქში შეტაკებები და ორმხრივი სროლა დაიწყო პაკისტანის სახალხო პარტიის (PPP) და ავამის ნაციონალური პარტიის (ANP) აქტივისტებსა (რომლებიც მოსამართლეს უჭერდნენ მხარს) და მთავრობის მომხრე მუტაჰიდა ქაუმის მოძრაობის (MQM) წევრებს შორის.[5] შეტაკებები რამდენიმე დღე გაგრძელდა.
23 ივნისი: ძლიერმა წვიმებმა და შტორმმა სინდის პროვინციას დაარტყა, რამაც წყალდიდობა და ნგრევა გამოიწვია პროვინციის დედაქალაქ კარაჩში; აღმოაჩინეს 200-ზე მეტი გარდაცვლილი, ბევრი ადამიანი კი წაქცეული ხეებისა და ელექტროგადამცემი ხაზებისგან დაშავდა. [6]
3 ივლის: დაიწყო წითელი მეჩეთის ალყა ორმხრივი სროლით, მეჩეთის მომხრეებსა და პაკისტანის უსაფრთხოების ძალებს შორის 18-თვიანი დაპირისპირების შემდეგ. [7] დაახლოებით 125-მა სტუდენტმა იერიში მიიტანა და ცეცხლი წაუკიდა მეჩეთის მახლობლად მდებარე სამთავრობო ოფისებს. [8]
14 ივლისი: თავდასხმამ მირანშაჰში 24 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე იმსხვერპლა, სულ მცირე 29 კი დაშავდა.
23 ივლის: პარტია „Muttahida Majlis-e-Amal“ პრეზიდენტი ქადი ხუსეინ აჰმადი ეროვნული ასამბლეიდან გადადგა. მან განაცხადა, რომ „პარლამენტი უგულებელყოფილია და ქვეყანას ინდივიდის ახირებები ეხვევა თავს“. [9]
19 აგვისტო: კარაჩში, პაკისტანის ეროვნული ნაოსნობის კორპორაციის 15-სართულიან შენობაში გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა უამრავი ღირებული დოკუმენტი, მათ შორის „პაკისტანის ეროვნული საინჟინრო მომსახურების“ ოფიციალური ჩანაწერები.[11]
25 აგვისტო: პაკისტანმა წარმატებით გამოცადა ახალი ფრთოსანი რაკეტა Hatf-VIII (ან Ra'ad), რომელსაც ბირთვული ნაწარმის გადატანა 350 კმ-ის დისტანციაზე შეეძლო. [12]
8 სექტემბერი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნავაზ შარიფისა და მისი ძმის, შეჰბაზ შარიფის დაპატიმრების შესახებ, ისლამაბადში მათი თვითმფრინავის დაჯდომისთანავე.
9 სექტემბერი: ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბენაზირ ბჰუტომ გამოაცხადა, რომ პაკისტანში დაბრუნებისას დაიწყებდა ახალ კამპანიას „საკვები, ტანსაცმელი, თავშესაფარი ხალხს“.
11 სექტემბერი:
დერა ისმაილ ხანში ტერორისტმა 18 ადამიანი მოკლა.
ნავაზ შარიფი ლონდონიდან ჩამოფრენის შემდეგ, ისლამაბადის აეროპორტში 6-საათიანი დაყოვნების შემდეგ, სპეციალური რეისით იძულებით დააბრუნეს საუდის არაბეთში.[15]
13 სექტემბერი: პაკისტანის მინისტრთა კაბინეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პრეზიდენტ მუშარაფის ხელახალ არჩევას ისე, რომ მას სამხედრო ფორმა არ გაეხადა.
14 სექტემბერი: პაკისტანის სახალხო პარტიამ გადაწყვიტა, რომ ბენაზირ ბჰუტო სამშობლოში 2007 წლის 18 ოქტომბერს დაბრუნდებოდა.
16 სექტემბერი: საარჩევნო კომისიამ შეცვალა საპრეზიდენტო წესები, რათა კონსტიტუციის 63-ე მუხლი (რომელიც ზღუდავს სამხედრო პირების კენჭისყრას) აღარ გავრცელებულიყო მოქმედ პრეზიდენტზე.
18 სექტემბერი: მუშარაფის ადვოკატმა განაცხადა, რომ გენერალი პირობას დებს, ხელახალი არჩევის შემთხვევაში სამხედრო ფორმას გაიხდის.[16]
1 ოქტომბერი: უზენაესმა სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა ისლამაბადის პოლიციის მაღალჩინოსნებს საპოლიციო ძალადობის საქმის განხილვის შემდეგ, რის შედეგადაც 50-ზე მეტი ადვოკატი და ჟურნალისტი დაშავდა.
2 ოქტომბერი: ოპოზიციის 80-ზე მეტმა დეპუტატმა დატოვა პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნების პროტესტის ნიშნად. ისინი ეჭვქვეშ აყენებდნენ მუშარაფის უფლებას, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში. [19]
6 ოქტომბერი: მუშარაფი ხელახლა აირჩიეს პაკისტანის პრეზიდენტად, მიუხედავად მისი კანდიდატურის მკაცრი კრიტიკისა. [20]
9 ოქტომბერი: პაკისტანის სამხედრო ავიაციამ დაბომბა თალიბანის მომხრე მებრძოლების პოზიციები ავღანეთის საზღვართან. არმიის ცნობით, ქალაქ მირ ალისთან ბრძოლებში 45 ჯარისკაცი და 150 მეამბოხე დაიღუპა.[21]
11 ოქტომბერი: პაკისტანის კრიკეტის საბჭომ (PCB) სკანდალურ მოთამაშეს, შოაიბ ახტარს, 13 საერთაშორისო მატჩში მონაწილეობა აუკრძალა და 3,4 მილიონი რუპიით (56 000 აშშ დოლარი) დააჯარიმა თანაგუნდელ მუჰამედ ასიფისთვის ბიტით დარტყმის გამო. [22]
17 ოქტომბერი: რვაწლიანი თვითგადასახლების შემდეგ ბენაზირ ბჰუტო პაკისტანში დაბრუნდა. კარაჩში მას მილიონამდე ადამიანი დახვდა. [23]
19 ოქტომბერი: კარაჩში, ბჰუტოს კორტეჟის მახლობლად მომხდარი აფეთქებების შედეგად, სულ მცირე 124 ადამიანი დაიღუპა და 320 დაშავდა.[24]
20 ოქტომბერ:კარაჩის პოლიციამ გამოაქვეყნა იმ ტერორისტის ფოტო, რომელმაც კარაჩის აფეთქებებისას სულ მცირე 130 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.[25]
25 ოქტომბერი: საარჩევნო კომისიამ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, თავი შეეკავებინათ არმიისა და სასამართლო სისტემის კრიტიკისგან 2008 წლის საყოველთაო არჩევნების წინ.[26]
28 ოქტომბერი: კარაჩში, მ. ა. ჯინას სახელობის ქუჩაზე (M. A. Jinnah Road) მდებარე პაკისტანის რადიოს შენობა ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანდა, რის გამოც მაუწყებლობა რამდენიმე საათით შეწყდა.[27]
პრეზიდენტმა მუშარაფმა ქვეყანაში მზარდი ექსტრემისტული ძალადობის ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.[28][29]
პაკისტანის სხვადასხვა ქალაქში დაიბლოკა სატელევიზიო ქსელები და სატელეფონო ხაზები.
ბენაზირ ბჰუტომ დუბაიში ვიზიტი გააუქმა და კარაჩიში ჩაფრინდა.
მოსამართლე აბდულ ჰამიდ დოგარმა უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ დადო ფიცი.
ექსტრემისტებმა სვატის რეგიონში ორი პოლიციის განყოფილება დაიკავეს.
5 ნოემბერი: კარაჩის საფონდო ბირჟის ინდექსი (KSE 100) თითქმის 5%-ით დაეცა, რაზეც ინვესტორების რეაქცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.[30]
14 ნოემბერი:
ყოფილი კრიკეტის მოთამაშე და პოლიტიკოსი იმრან ხანილაჰორში, პენჯაბის უნივერსიტეტში დააპატიმრეს. [31]
პაკისტანის არმიამ სვატის ხეობაში 16 თალიბი მებრძოლი მოკლა.[32]
15 ნოემბერი:
ეროვნულმა ასამბლეამ, პაკისტანის ისტორიაში პირველად, სრული ხუთწლიანი ვადა ამოწურა.
ეროვნული ასამბლეის დაშლის შემდეგ, სენატის თავმჯდომარემ, მუჰამედ მიან სუმრომ, დროებითი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დადო ფიცი. მისი დანიშვნა მოულოდნელი აღმოჩნდა პოლიტიკური დამკვირვებლებისთვის, რომლებმაც შეშფოთება გამოთქვეს მომავალი არჩევნების გამჭვირვალობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებით. [[33]
17 ნოემბერი: ქვეყნის უმსხვილეს კერძო ტელეარხს, „Geo TV“-ს, მაუწყებლობა შეუჩერეს.[34]
18 ნოემბერი :
ჰინა ჯილანი შეუერთდა ლონდონში გამართულ საპროტესტო აქციას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და მუშარაფის გადადგომის მოთხოვნით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ნეგროპონტემ, მოუწოდა მუშარაფს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტების გათავისუფლებისკენ.[35]
19 ნოემბერი:
გენერალურმა პროკურორმა, მალიქ ყაიუმმა, გამოაცხადა, რომ უზენაესმა სასამართლომ უარყო მუშარაფის ხელახალი არჩევის წინააღმდეგ შეტანილი ექვსი სარჩელიდან ხუთი.[36]
ქურამის სააგენტოში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას სულ მცირე 80 ადამიანი ემსხვერპლა, 100 კი დაიჭრა.[37]
20 ნოემბერი:
ათასობით ადამიანი ტოვებს პაკისტანის სვატის ოლქს, სადაც პაკისტანის არმია თალიბანის მომხრე მებრძოლებს ებრძვის. [38]
100-ზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს საგანგებო მდგომარეობისა და მედიაზე დაწესებული შეზღუდვების გაპროტესტების გამო. [39]
პაკისტანის მთავრობამ გაათავისუფლა 3400 ადამიანი, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის დროს იყვნენ დაპატიმრებულნი. [40]
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა ავღანეთის საზღვართან მოკლეს ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმიის ლიდერი მირ ბალაჩ მარი. თუმცა, მისი ძმა, სარდარ გაზაინ მარი ამტკიცებს, რომ იგი ბელუჯისტანში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის დროს დაიღუპა. [41]
21 ნოემბერი:
იმრან ხანი გაათავისუფლეს დერა-ღაზი-ხანის ციხიდან.[42]
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იფტიხარ მუჰამედ ჩოუდრი ისლამაბადში საკუთარი სახლის დატოვებას ცდილობდა, თუმცა ის უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.[43]
გენერალ-მაიორმა ვაჰიდ არშადმა განაცხადა, რომ პაკისტანის არმიამ სვატის ხეობაში, შანგლას ოლქში, ბოლო ორი დღის განმავლობაში 40 თალიბანის მომხრე მებრძოლი მოკლა. [44]
22 ნოემბერი:
პაკისტანს კვლავ შეუჩერდა ერთა თანამეგობრობის წევრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო. [45]
უზენაესმა სასამართლომ უარყო ბოლო დარჩენილი სარჩელი, რომელიც პრეზიდენტ მუშარაფის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობას ეხებოდა.[46]
23 ნოემბერი:
უზენაესმა სასამართლომ საარჩევნო კომისიას დაავალა, მუშარაფი 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოეცხადებინა. [47]
საგარეო საქმეთა მინისტრმა ინამ-ულ-ჰაქმა პაკისტანის თანამეგობრობიდან გარიცხვას „გაუმართლებელი“ უწოდა. [48]
26 ნოემბერი: ნავაზ შარიფმა განაცხადა, რომ მიიღებდა მონაწილეობას 2008 წლის არჩევნებში, თუმცა უარს ამბობდა პრემიერ-მინისტრობაზე მუშარაფის პრეზიდენტობის პირობებში.[49]
1 დეკემბერი: ბენაზირ ბჰუტო იწყებს საარჩევნო კამპანიას 2008 წლის საყოველთაო არჩევნებისთვის.
3 დეკემბერი: საარჩევნო კომისიამ უარყო ნავაზ შარიფის კანდიდატურა მომავალი საყოველთაო არჩევნებისთვის.[50]
7 დეკემბერი: დოქტორი რეჯინალდ ზაჰირუდინი, პაკისტანის ეკლესიის მდივანი და ბანუს საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თავის მძღოლთან ერთად თალიბანის მებრძოლებმა გაიტაცეს.[51][52]
8 დეკემბერი: შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ბჰუტოს პარტიის (PPP) ოფისს კარაჩში, ნასირაბადის რაიონში, რის შედეგადაც დაიღუპა სამი მხარდამჭერი.