შინაარსზე გადასვლა

2003 წელი საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

2003
წელი
საქართველოში

  • 2004
  • 2005
  • 2006
იხილეთ აგრეთვე:

2003 წლის მოვლენები საქართველოში.

  • 3 თებერვალი – საქართველო მხარდაჭერას უცხადებს ერაყის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაგეგმილ სამხედრო კამპანიას.
  • 21 მარტი – საქართველოს პარლამენტი ახდენს აშშ-საქართველოს სამხედრო შეთანხმების რატიფიცირებას, რაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ საქართველოში არსებული ურთიერთშეთანხმებული ობიექტებით.
  • 23–24 მარტი – საქართველოს ეროვნული გვარდიის 30-მდე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ამბოხებას ცდილობს, ოფიციალური ვერსიით – მათი მძიმე სოციალური პირობებისადმი ყურადღების მისაქცევად, თუმცა საბოლოოდ ისინი საქართველოს პოლიციას ჩაბარდნენ.
  • 7 აპრილი – საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, სოციალისტური პარტია და ახლად დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობა „დიდი აბრეშუმის გზა“ ერთიანდებიან შევარდნაძის მომხრე ბლოკში – „ახალი საქართველოსთვის“, რათა ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.
  • 5 ივნისი – საქართველოში გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) სამი თანამშრომელი და ერთი ქართველი თარჯიმანი გაიტაცეს კოდორის ხეობაში – სეპარატისტული აფხაზეთის ერთადერთ ნაწილში, რომელსაც მეტ-ნაკლებად საქართველო აკონტროლებდა. ისინი 10 ივნისს უვნებლად გაათავისუფლეს.
  • 1 ივლისი – საქართველო და რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი“ ხელს აწერენ 25-წლიან შეთანხმებას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.
  • 3 აგვისტო – საქართველო აგზავნის თავის პირველ სამხედრო შენაერთს ერაყში, ქალაქ თიქრითში განსათავსებლად.
  • 10 სექტემბერი – თბილისთან ახლოს მდებარე რუსთავის მკაცრი რეჟიმის საპყრობილიდან 129 პატიმარი გარბის, რის დროსაც ერთი ციხის გუშაგი დაიღუპა, ხოლო მეორე დაიჭრა. ეს იყო საქართველოს ისტორიაში პატიმართა ყველაზე მასშტაბური გაქცევა, რამაც იუსტიციის მინისტრის, როლანდ გილიგაშვილის გადადგომა გამოიწვია.
  • 19 სექტემბერი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საზოგადოებრივი წნეხის შედეგად, პრეზიდენტი შევარდნაძე უარს ამბობს წმინდა საყდართან (ვატიკანთან) კონკორდატის გაფორმებაზე.
  • 23 ოქტომბერი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ოპოზიციურ აქციას; ეს იყო რეგიონში ყველაზე მასშტაბური პროტესტი 1990-იანი წლების დასაწყისში ასლან აბაშიძის ადგილობრივ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
  • 2 ნოემბერი – საქართველოში, ქაოსური კენჭისყრის ფონზე, ტარდება საპარლამენტო არჩევნები პარლამენტართა რაოდენობის 235-დან 150-მდე შემცირების შესახებ რეფერენდუმის პარალელურად.
  • 22 ნოემბერი – მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ოპოზიციის მხარდამჭერები მთავრობისა და პარლამენტის შენობებზე კონტროლს ამყარებენ, რასაც წინ უძღოდა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართული მასობრივი პროტესტის სამი დაძაბული კვირა.
  • 23 ნოემბერი – მასობრივი ოპოზიციური პროტესტის ფონზე პრეზიდენტი შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა. ეს მოვლენა ისტორიაში ვარდების რევოლუციის სახელით შევიდა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ხდება ძველი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
  • 23 ნოემბერი – შევარდნაძის მხარდამჭერი ასლან აბაშიძე აჭარის რეგიონში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.
  • 25 ნოემბერი – საქართველოს ძველი მოწვევის პარლამენტი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებს 2004 წლის 4 იანვრისთვის ნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]