შინაარსზე გადასვლა

2002 წელი საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

  • 2001
  • 2000
  • 1999
2002
წელი
საქართველოში

იხილეთ აგრეთვე:

2002 წლის მოვლენები საქართველოში.

  • 15 იანვარი – შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილის პირადი ზედამხედველობით, საქართველოს პოლიციამ ჩეჩნეთის საზღვართან მდებარე პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის პირველი ეტაპი დაიწყო.
  • 2 მარტი – საქართველოს სეპარატისტულ აფხაზეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად არ ცნო.
  • 2 აპრილი – საქართველო თანხმდება კოდორის ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს ჯარების გაყვანაზე. ეს იყო აფხაზეთის ერთადერთი ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად საქართველოს კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა.
  • 25 აპრილი – თბილისში მოხდა 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომლის მაქსიმალური ინტენსივობა MSK სკალით 7–8 ბალს (ძალიან ძლიერი – დამაზიანებელი) შეადგენდა. სტიქიამ 5–6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 52–70 ადამიანი დაშავდა. ზარალი 160–350 მილიონ დოლარად შეფასდა.
  • 27 მაისი – საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აშშ-ის მიერ დაფინანსებული „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამა დაიწყო.
  • 2 ივნისი – საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რიგით მეორე არჩევნები ჩატარდა.
  • 19 აგვისტო – საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ პანკისის ხეობაში ფართომასშტაბიანი „ანტიკრიმინალური და ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყება გამოაცხადა.
  • 23 აგვისტო – რუსულმა გამანადგურებლებმა ჩეჩნეთის მოსაზღვრე ქართული სოფლები დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა რუსულმა მხარემ ის უარყო.
  • 14 ოქტომბერი – მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, პრეზიდენტმა შევარდნაძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ხელი მოაწერეს კონსტიტუციურ შეთანხმებას (კონკორდატს) სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.
  • 22 ნოემბერი – პრაღაში, ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე, პრეზიდენტმა შევარდნაძემ გააკეთა ოფიციალური განაცხადი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.
  • 3 დეკემბერი – საქართველომ მოახდინა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის რატიფიცირება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]