ერთი — პირველი ნატურალური რიცხვი. მისი წინამდგომია ნული (0), ხოლო მომდევნო — ორი (2). ერთზე გამრავლებით ნებისმიერი რიცხვი უცვლელი რჩება. რიცხვი ერთი არც მარტივია და არც რთული. ერთი არის კენტი რიცხვი.