შინაარსზე გადასვლა

1991 წელი პაკისტანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1991
წელი
პაკისტანში

იხილეთ აგრეთვე:

1991 წელი პაკისტანში პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებით ხასიათდებოდა. 1990 წელს, მას შემდეგ რაც მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ბენაზირ ბჰუტოს, კორუფციაში დასდეს ბრალი, პრემიერ-მინისტრად ნავაზ შარიფი აირჩიეს. 1991 წელს კი ბენაზირ ბჰუტო მისი არჩევნების დელეგიტიმაციას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლის ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო დახმარების შეწყვეტამ ეკონომიკაზე გავლენა იქონია, პაკისტანის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) მაინც 5.6%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი და უცხოური ინვესტიციები 1990-1991 ფისკალური წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდა. გარდა ამისა, მთავრობა სამრეწველო და ფინანსური სექტორების პრივატიზებას გეგმავდა.[1]

ფედერალური მთავრობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1991 წელი: პაკისტანმა და ინდოეთმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ“, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „სამჟჰაუტა ექსპრესის შეთანხმება“.[2]
  • 1991 წელი: პაკისტანმა საფუძველი ჩაუყარა „პაკისტანის ანტარქტიდის პროგრამას“ და ანტარქტიდაზე მეცნიერთა ექსპედიცია გაგზავნა.
  • 1991 წელი: ცნობილი პაკისტანელი საერთაშორისო დონის ჰოკეისტის, ზაჰიდ შარიფის სპორტული კარიერის დასრულება.
  • 5 ივნისი: „შარიათის აღსრულების აქტით“ (Enforcement of Shari’ah Act), მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება გააკონტროლოს მუსლიმი მოსახლეობის ქმედებები ისლამური სამართლის, ასევე ცნობილი როგორც შარიათის კანონის საფუძველზე.[3]
  • 2 ოქტომბერი: მიიღეს „პენჯაბის ქვემდგომი სასამართლო სამსახურის ტრიბუნალის აქტი“. [4]
  • კარაჩიდან ლაჰორისკენ მიმავალი მატარებელი ქალაქ ღოტკისთან გაჩერებულ სატვირთო მატარებელს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 800 მგზავრიდან 100-ზე მეტი დაიღუპა. [5]
  1. Khan, Rais A. (1992-02-01). „Pakistan in 1991: Light and Shadows“. Asian Survey (ინგლისური). 32 (2): 197–206. doi:10.2307/2645219. ISSN 0004-4687.
  2. India, Pak. officials review 1991 rail agreement - The Hindu. ციტირების თარიღი: 2008-02-10
  3. Enforcement of Shar'iah Act, 1991. ციტირების თარიღი: 14 April 2012.
  4. THE PUNJAB SUBORDINATE JUDICIARY SERVICE TRIBUNAL ACT 1991
  5. World's worst rail disasters - BBC News
  6. Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. Rubab Raza. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC. ციტირების თარიღი: 2011-01-24
  7. Players – WTA Tennis English. wtatennis.
  8. Gjerde, Arild; Jeroen Heijmans; Bill Mallon; Hilary Evans. (January 2015) Muhammad Rizwan Bio, Stats, and Results. Olympics. Sports Reference.com. ციტირების თარიღი: 2015-01-26.