შინაარსზე გადასვლა

1909 წელი ავსტრალიაში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1909
წელი
ავსტრალიაში

იხილეთ აგრეთვე:

1909 წლის მოვლენები ავსტრალიაში.

შტატების პრემიერ-მინისტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შტატების გუბერნატორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 8 იანვარი – სერ თომას ბენტი გადადგა ვიქტორიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და ის ჯონ მურიმ შეცვალა.
  • 9 მარტი – ადელაიდაში ელექტროტრამვაიმ დაიწყო მუშაობა.
  • 31 მარტი – ვიქტორია გახდა ავსტრალიის ბოლო შტატი, რომელმაც ქალებს საარჩევნო უფლება მიანიჭა.
  • 30 აპრილი – ტასმანიამ 1909 წლის საყოველთაო არჩევნებზე პირველად გამოიყენა ხმის მიცემის „ჰეირ-კლარკის“ სისტემა (ერთჯერადი გადაცემადი ხმის მეთოდი).
  • 26 მაისი – პროტექციონისტული პარტია და თავისუფალი ვაჭრობის პარტია გაერთიანდნენ და შექმნეს „შერწყმული პარტია“ ალფრედ დიკინის ხელმძღვანელობით.
  • 2 ივნისი – ენდრიუ ფიშერის ლეიბორისტული მთავრობა ალფრედ დიკინის „შერწყმულმა პარტიამ“ ჩამოაშორა ხელისუფლებას და დიკინი მესამედ გახდა პრემიერ-მინისტრი.
  • 5 ივნისი – როკჰემპტონში (ქვინზლენდი) ორთქლის ტრამვაიმ დაიწყო მუშაობა.
  • 18–21 აგვისტო – დამანგრეველმა წყალდიდობამ გადაუარა ვიქტორიის შტატს.
  • 6 ოქტომბერი – მართა რენდელი გახდა ბოლო ქალი, რომელიც დასავლეთ ავსტრალიაში ჩამოახრჩვეს.
  • 9 ოქტომბერი – ჯონ ერლი გახდა ტასმანიის პრემიერ-მინისტრი და სათავეში ჩაუდგა შტატის პირველ ლეიბორისტულ მთავრობას, თუმცა მისმა უმცირესობის მთავრობამ მხოლოდ ერთ კვირას გაძლო.
  • 6 დეკემბერი – გაიხსნა ნიუკასლ-ბოლგარტის რკინიგზის ხაზი.
  • 10 დეკემბერი – დაარსდა ქვინზლენდის უნივერსიტეტი.
  • 14 დეკემბერი – ახალმა სამხრეთ უელსმა მიიღო კანონი, რომლითაც თანამეგობრობას დაუთმო ტერიტორია მომავალი დედაქალაქის, კანბერას ასაშენებლად.
  • 21 დეკემბერი – ალფრედ დიკინის მიწვევით, ბრიტანელი ფელდმარშალი ლორდ კიტჩენერი დარვინში ჩავიდა ავსტრალიის სამხედრო და თავდაცვის გეგმების გადასახედად.
  • 24 დეკემბერი – ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერ ჯორჯ რეიდი გადადგა პარლამენტიდან და გახდა ავსტრალიის პირველი უმაღლესი კომისარი გაერთიანებულ სამეფოში.

მეცინერება და ტექნოლოგია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 16 ივლისი – განხორციელდა პირველი ძრავიანი თვითმფრინავის ფრენა ავსტრალიის ისტორიაში.
  • 29 იანვარი – ახალმა სამხრეთ უელსმა მოიგო შეფილდ შილდის ტურნირი კრიკეტში.
  • 15 ივნისი – ინგლისის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები ლორდსის კრიკეტის მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს და დაარსეს კრიკეტის იმპერიული კონფერენცია.
  • 21 აგვისტო – ენდრიუ ვუდმა ბრისბენში გამართულ მამაკაცთა პირველ ეროვნულ მარათონში გაიმარჯვა (დროით 2:59:15). მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი „ავსტრალაზიის ჩემპიონატად“ იყო გამოცხადებული, ავსტრალიის ათლეტიკის კავშირმა ის ოფიციალურ ჩემპიონატად არ აღიარა.
  • 31 აგვისტო – მელბურნში შტატებს შორის ჰოკეის პირველი ტურნირი გაიმართა.
  • 14 სექტემბერი – ახალი სამხრეთ უელსის რაგბის ლიგის (NSWRFL) 1909 წლის სეზონი ფინალით დაგვირგვინდა, სადაც „ბალმეინის“ გამოუცხადებლობის გამო ტექნიკური გამარჯვება „საუთ სიდნეის“ მიენიჭა, რითაც გუნდმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა.
  • 29 ოქტომბერი – „საუთ მელბურნ სუონსმა“ ვიქტორიის ფეხბურთის ლიგის ფინალში „კარლტონ ბლუზი“ ანგარიშით 4.14 (38) – 4.12 (36) დაამარცხა.
  • 2 ნოემბერი – „პრინც ფუტმა“ მოიგო მელბურნის თასი.
თომას პრაისი
  1. A. F. Pike (1996). რედ. John Ritchie: Goffage, John William Pilbean (1909–1971), Australian Dictionary of Biography. Melbourne University Press. ციტირების თარიღი: 3 January 2022. 
  2. Kew, London, England; ; Reference
    RG 101/464K