1906 წელი ავსტრალიაში
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| |||||
| იხილეთ აგრეთვე: | |||||
|---|---|---|---|---|---|
1906 წლის მოვლენები ავსტრალიაში.
მოქმედი პირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მონარქი – ედუარდ VII
- გენერალ-გუბერნატორი – ჰენრი ნორთკოტი, ნორთკოტის პირველი ბარონი
- პრემიერ-მინისტრი – ალფრედ დიკინი
- უზენაესი მოსამართლე – სემუელ გრიფიტი
შტატების პრემიერ-მინისტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ახალი სამხრეთ უელსის პრემიერ-მინისტრი – ჯოზეფ კარუტერსი
- სამხრეთ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი – თომას პრაისი
- ქვინზლენდის პრემიერ-მინისტრი – ართურ მორგანი (19 იანვრამდე), შემდეგ უილიამ კიდსტონი
- ტასმანიის პრემიერ-მინისტრი – ჯონ ევანსი
- დასავლეთ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი – კორნთუეიტ რეისონი (7 მაისამდე), შემდეგ ნიუტონ მური
- ვიქტორიას პრემიერ-მინისტრი – თომას ბენტი
შტატების გუბერნატორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ახალი სამხრეთ უელსის გუბერნატორი – სერ ჰარი როუსონი
- სამხრეთ ავსტრალიის გუბერნატორი – სერ ჯორჯ რუთვენ ლე ჰანტი
- ქვინზლენდის გუბერნატორი – ფრედერიკ თესიგერი, ჩელმსფორდის მე-3 ბარონი (30 ნოემბრიდან)
- ტასმანიის გუბერნატორი – სერ ჯერალდ სტრიკლენდი
- დასავლეთ ავსტრალიის გუბერნატორი – ადმირალი სერ ფრედერიკ ბედფორდი
- ვიქტორიას გუბერნატორი – გენერალ-მაიორი სერ რეჯინალდ ტალბოტი
მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 27 იანვარი – ციკლონი აზიანებს კერნსსა და ინისფეილს ქვინზლენდში.
- 6 თებერვალი - ბონდის სანაპიროზე მსოფლიოში პირველი სერფინგის მაშველების კლუბი ჩამოყალიბდა.
- 5 მაისი – მელბურნში, სენტ-კილდადან ბრაიტონამდე, პირველი ელექტრო ტრამვაები იწყებენ მოძრაობას.
- 16 ივნისი – ქალაქი რომა (ქვინზლენდი) ხდება პირველი ქალაქი ავსტრალიაში, რომელიც ბუნებრივი აირით განათდა და მომარაგდა, თუმცა გაზის მარაგი მხოლოდ ათ დღეს გრძელდება.
- 16 ივლისი – ყალიბდება ავსტრალიის არმიის კადეტთა კორპუსი.
- 1 სექტემბერი – ბრიტანეთის ახალ გვინეაზე კონტროლი ოფიციალურად გადაეცემა ავსტრალიას ბრიტანეთისგან.
- 12 დეკემბერი – 1906 წლის ავსტრალიის ფედერალური არჩევნები: პრემიერ-მინისტრ ალფრედ დიკინის მთავრობა ინარჩუნებს ხელისუფლებას, თუმცა ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია.
მეცნიერება და ტექნოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 12 ივლისი – ხორციელდება პირველი უსადენო რადიოგადაცემა ავსტრალიის მატერიკიდან, ვიქტორიის შტატის პოინტ-ლონსდეილსა და ტასმანიის დევონპორტს შორის.
ფილმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 26 დეკემბერი – მელბურნის ათენეუმ ჰოლში იმართება ფილმის – „კელიების ბანდის ისტორია“ ეროვნული პრემიერა, რომელიც საყოველთაოდ მიჩნეულია მსოფლიოში პირველ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმად.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 26 იანვარი – ახალი სამხრეთ უელსი იგებს შეფილდ შილდს.
- 26 აპრილი – 2 მაისი – საბერძნეთში, ათენში იმართება 1906 წლის რიგგარეშე ოლიმპიური თამაშები – ავსტრალია სამ ბრინჯაოს მედალს იგებს.
- 22 სექტემბერი – კარლტონი იგებს ავსტრალიური ფეხბურთის ლიგის გრანდფინალს და ამარცხებს ფიცროის ანგარიშით 15.4 (94) - 6.9 (45).
- 6 ნოემბერი – პოსეიდონი იგებს მელბურნის თასს.
დაბადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 19 იანვარი – რეიჩელ კლელანდი, საზოგადო მოღვაწე (გ.2002)
- 5 თებერვალი – ალექსანდრ სპენსი, სამხედრო პირი (გ.1983)
- 16 მაისი – ერნი მაკკორმიკი, კრიკეტისტი (გ.1991)
- 27 მაისი – რეიმონდ ფერალი, ბიზნესმენი, მწერალი და კრიკეტისტი (გ.2000)
- 9 ივლისი – როი ლიპერი, ავსტრალიური ფეხბურთის მოთამაშე (გ.2002)
- 14 ივლისი – სტენ დევენიშ მირსი, მეან-გინეკოლოგი (გ.1994)
- 17 ივლისი – დანკ გრეი, ოლიმპიური ველომრბოლელი (გ.1996)
- 12 აგვისტო – ჰარი ჰოპმანი, ჩოგბურთელი და მწვრთნელი (გ.1985)
- 22 აგვისტო – ლოტუს თომპსონი, მუნჯი კინოს მსახიობი (გ.1963)
- 31 აგვისტო – ედვინ შერბონ ჰილსი, გეოლოგი (გ.1986)
- 2 ოქტომბერი – თომას ჰოლუეი, ვიქტორიას შტატის პრემიერი (გ.1971)[1]
- 21 ნოემბერი – ტომ კლარკი, ესენდონის ავსტრალიური ფეხბურთის ლიგის მოთამაშე (გ.1981)
- 30 ნოემბერი – მეიბლ მილერი, იურისტი და პოლიტიკოსი (გ.1978)
- 3 დეკემბერი – ფრენკ პეკერი, მედიამაგნატი და კერი პეკერის მამა (გ.1974)
- 9 დეკემბერი – დაგლას ნიჩოლსი, აბორიგენი პასტორი და სამხრეთ ავსტრალიის გუბერნატორი (გ.1988)
- 22 დეკემბერი – კლაივ თერნბული, ტასმანიელი მწერალი და ჟურნალისტი (გ.1975)
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 იანვარი – სერ ჰიუ ნელსონი, ქვინზლენდის მე-11 პრემიერი (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში) (დ.1833)
- 4 იანვარი – ჯესი რუკი, სუფრაჟისტი და ალკოჰოლის საწინააღმდეგო მოძრაობის რეფორმატორი (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში) (დ.1845)
- 14 იანვარი – ჰენრი იელვერტონი, დასავლეთ ავსტრალიელი პოლიტიკოსი (დ.1854)
- 6 თებერვალი – ჯეიმს ბონვიკი, მწერალი (დაიბადა და გარდაიცვალა გაერთიანებულ სამეფოში) (დ.1817)
- 5 მარტი – ჰიუ რემზი, მხატვარი (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში) (დ.1877)
- 7 მარტი – ფრედერიკ უილიამ ჰადონი, ჟურნალისტი (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში) (დ1839)
- 14 მარტი – ჯორჯ კოპინი (დ.1819), ვიქტორიის შტატის პოლიტიკოსი, მსახიობი და მეწარმე (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში)
- 21 მარტი – თომას მაკდონალდ-პატერსონი (დ.1844), ქვინზლენდის პოლიტიკოსი (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში)
- 30 მარტი – ჯონ ფერგიუსონი (დ.1830), ქვინზლენდის პოლიტიკოსი (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში)
- 10 აპრილი – სერ ედი დაგლასი (დ.1815), ტასმანიის მე-15 პრემიერ-მინისტრი (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში)
- 16 აპრილი – უილიამ ფარერი (დ.1845), აგრონომი (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში)
- 6 აგვისტო – ჯორჯ უოტერჰაუსი (დ.1824), სამხრეთ ავსტრალიის მე-6 პრემიერ-მინისტრი და ახალი ზელანდიის მე-7 პრემიერ-მინისტრი (დაიბადა და გარდაიცვალა გაერთიანებულ სამეფოში)
- 8 აგვისტო – უილიამ პურკისი (დ.1844), დასავლეთ ავსტრალიის პოლიტიკოსი
- 3 სექტემბერი – სერ სემიუელ დავენპორტი (დ.1818), სამხრეთ ავსტრალიის პოლიტიკოსი (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში)
- 31 ოქტომბერი – ჩარლზ ტროედელი (დ.1836), მბეჭდავი (დაიბადა გერმანიაში)
- 22 ნოემბერი – ჰენრი ბრენდი, მე-2 ვიკონტი ჰემპდენი (დ.1841), ახალი სამხრეთ უელსის მე-19 გუბერნატორი (დაიბადა და გარდაიცვალა გაერთიანებულ სამეფოში)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Barry O. Jones (1996). რედ. John Ritchie: Hollway, Thomas Tuke (Tom) (1906–1971), Australian Dictionary of Biography. Melbourne University Press. ციტირების თარიღი: 3 January 2022.
