1902 წლის გაფიცვის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1902 წლის გაფიცვის ძეგლი
რუს. Памятник стачке 1902 года
კოორდინატები 47°12′47″N 39°41′34″E / 47.213194° ჩ. გ. 39.692833° ა. გ. / 47.213194; 39.692833
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1967
დასრულების თარიღი 1975
გახსნის თარიღი 1975
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101341000

1902 წლის გაფიცვის ძეგლი (რუს. Памятник стачке 1902 года) — მემორიალური კომპლექსი დონის როსტოვში.მდებარეობს ქალაქის რკინიგზის რაიონში. კომპლექსი აგებულია 1902 წლის როსტოვის გაფიცვის დროს მრავალათასიანი მიტინგის გამართვის ადგილზე. კომპლექსის შემადგენლობაში შედის 1967 წელს გახსნილი ჰორელიეფი და „უწყვეტი თაობის“ სკულპტურული კომპოზიცია, რომელიც გახსნეს 1975 წელს[1]. მემორიალურ კომპლექსს აქვს რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წლის ნოემბრის დასაწყისში ვლადიკავკაზის რკინიგზის მთავარი საამქროს მუშები გაიფიცნენ. კამიშევახის ხევის ტერიტორიაზე მათ მოაწყვეს მრავალათასიანი მიტინგი, სადაც წამოაყენეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მოთხოვნები. ხელისუფლების ძალებთან შეტაკების დროს რამდენიმე მუშა დაიღუპა. გაფიცვა დასრულდა 25 ნოემბერს.

1967 წელს კამიშევახის ხევის ფერდობზე 1902 წლის მოვლენების პატივისცემის ნიშნად დადგეს პანორამული ჰორელიეფი[1]. მასზე გამოსახული იყო მხარდამხარ მდგარი მუშები, მკაცრი სახით და შეკრული მუშტებით[3]. ჰორელიეფთან ახლოს იდგა წარწერა - „1902“. ძეგლის აღმართვა მიეძღვნა ოქტომბრის რევოლუციის 50 წლისთავს. ძეგლის ავტორები იყვნენ მოქანდაკე ე. მირზოევი, არქიტექტორები ი. ზანისი და ლ. იაკონინი[1].

1975 წელს ჰორელიეფის თავზე აღმართეს კომპოზიცია, რომელიც შედგებოდა ორი მუშის გამოსახულებისაგან. ახალგაზრდა მუშას თავს ზემოთ ეკავა რევოლუციის დროშა, რომელიც მან ჩამოართვა მოხუც დაჭრილ მუშას. ძეგლი განასახიერებს თაობების უწყვეტობას და მუშათა კლასის უძლეველობას. ძეგლის ავტორები იყვნენ მოქანდაკე ა. სკნარინი და არქიტექტორი პ. იბლაკოვი[1]. ძეგლის ძირში მოწყობილია გადასახედი მოედანი[2].

მემორიალურ კომპლექსს გააჩნდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაგრამ 1997 წელს იგი რეგიონალურამდე ჩამოაქვეითეს[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Андрианов В. И., Терещенко А. Г. Камышевахская балка // Памятники Дона. — Ростов-на-Дону: Ростовское книжное издательство, 1981.
  2. 2.0 2.1 Описание границ территории с указанием площади объекта культурного наследия регионального значения «Мемориальный комплекс на месте многолюдных митингов во время ноябрьской стачки 1902 года: горельеф, 1967 г.; скульптурная композиция «Преемственность поколений». voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2013-08-21.
  3. Левченко В.С. Ростовская стачка 1902 г. // Страницы Донской истории. — Ростовское книжное изд-во, 1974.
  4. Постановление от 6 октября 1997 г. № 352 об отнесении памятников, исключенных из перечня объектов исторического и культурного наследия федерального (общероссийского) значения, к категории памятников истории и культуры областного значения. lawru.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-29. ციტირების თარიღი: 2013-08-22.