1866 წელი ახალ ზელანდიაში
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| |||||
| იხილეთ აგრეთვე: | |||||
|---|---|---|---|---|---|
1866 წლის მოვლენები ახალ ზელანდიაში.
მმართველები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეფე და მეფისნაცვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფოს მეთაური — დედოფალი ვიქტორია
- გუბერნატორი — სერ ჯორჯ გრეი
მთავრობა და სამართალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1866 წლის არჩევნები 12 თებერვლიდან 6 აპრილამდე ჩატარდა. არჩევნების შემდეგ მუშაობა დაიწყო მე-4 პარლამენტმა.
- წარმომადგენელთა პალატის სპიკერი — დევიდ მონრო. იმავე წელს მას რაინდის წოდება მიენიჭა და გახდა სერ დევიდ მონრო.
- პრემიერ-მინისტრი — ედვარდ სტაფორდი.
- ფინანსთა მინისტრი — 24 აგვისტოს უილიამ ფიცჰერბერტმა შეცვალა ფრენსის ჯოლი. ჯოლის კი ეს თანამდებობა მხოლოდ 12 ივნისს ჰქონდა მიღებული, როდესაც მან ედვარდ სტაფორდი შეცვალა.
- მთავარი მოსამართლე — საპატიო სერ ჯორჯ არნი.
მთავარი ცენტრების ლიდერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დანიდინის მერი — უილიამ მეისონი.
მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაზეთმა The Canterbury Standard-მა გამოცემა შეწყვიტა. ქრისტჩერჩში გამომავალი ეს გაზეთი 1854 წელს დაარსდა.[1]
- 5 მარტი — გამოვიდა The Nelson Evening Mail-ის პირველი ნომერი. ეს იყო პირველი ყოველდღიური გაზეთი ნელსონში. 1993 წელს მას სახელი შეეცვალა და The Nelson Mail დაერქვა, რომელიც დღემდე გამოდის.
- 18 მარტი — გამოვიდა The Greymouth Evening Star-ის პირველი ნომერი. გაზეთი დღემდე გამოდის.[2]
- 21 აპრილი — გამოვიდა The Marlborough Express-ის პირველი ნომერი. 1880 წელს იგი ყოველდღიური გახდა[3] და დღემდე გამოდის.
- მაისი — გაზეთმა The New Zealander-მა გამოცემა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც მისი რედაქცია ხანძრის შედეგად განადგურდა. ოკლენდში გამომავალი ეს გაზეთი 1845 წლიდან იბეჭდებოდა.[4]
- 26 აგვისტო — მარლბოროს უაიტს-ბეისა და ველინგტონის ლაიალ-ბეის შორის კუკის სრუტეზე გაყვანილი სატელეგრაფო კაბელი ამოქმედდა, რამაც კუნძულებს შორის ტელეგრამების გაცვლა შესაძლებელი გახადა.[5]
- 22 სექტემბერი — გამოცემა დაიწყო გაზეთმა The Ross Guardian-მა.[6] იგი 1879 წლამდე გამოდიოდა.[7]
- 12 ოქტომბერი — ნეიპიერთან ახლოს გაიმართა ომარანუის ბრძოლა.[8]
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დოღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი რბოლების გამარჯვებულები:
- ახალი ზელანდიის თასის გამარჯვებული — Naurmahal.
- ახალი ზელანდიის დერბის გამარჯვებული — Nebula.
ნიჩბოსნობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბალინჯერის ქამარი — სერჟანტი კრისტი (ოტაგო).
დაბადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 აპრილი — უილიამ ბლომფილდი, კარიკატურისტი (გ. 1938).
- 1 ივლისი — ჯონ ლილიკრაპი, ინვერკარგილის 29-ე მერი.
- 14 სექტემბერი — უილიამ მონტგომერი უმცროსი, პოლიტიკოსი.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 20 აგვისტო — რიჩარდ ბარტონი, ტრენტემის (ზემო ჰატი) პირველი ევროპელი მცხოვრები (დ. 1790)
- 14 ნოემბერი (ინგლისში) — ჩარლზ ტორლესი, კენტერბერის ასოციაციის ცნობილი მიწისმზომელი (დ. 1825)
- 9 დეკემბერი — ჰენრი მონსონი, ციხის ზედამხედველი (დ. 1793)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Chapter 2: Early Statistical Sources – 19th Century (PDF). Statistical publications 1840–2000. Statistics New Zealand. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2007.
- ↑ Nelson Evening Mail. National Library of New Zealand. ციტირების თარიღი: 15 June 2008
- ↑ Marlborough Express. National Library of New Zealand. ციტირების თარიღი: 17 June 2008
- ↑ New Zealander. National Library of New Zealand. ციტირების თარიღი: 18 June 2008
- ↑ The cable that united our islands Dominion Post, Wellington, 3 September 2016 p. A10
- ↑ „Legal notices“. West Coast Times. 21 September 1866. p. 3. ციტირების თარიღი: 21 June 2008.
- ↑ „HOKITIKA. 31 March“. North Otago Times. 1 April 1879. p. 2. ციტირების თარიღი: 21 June 2008.
- ↑ Ōmarunui NZ Wars memorial
- ↑ Te Ara Encyclopedia of New Zealand 1966: Rowing. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-14. ციტირების თარიღი: 2026-07-13
- ↑ Home (Star Boating Club). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 February 2010. ციტირების თარიღი: 16 July 2009
