შინაარსზე გადასვლა

1845 წელი ავსტრალიაში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

←

1845
წელი
ავსტრალიაში

→

იხილეთ აგრეთვე:

1845 წელს ავსტრალიაში მომხდარი მოვლენების სია.

ავსტრალიის კოლონიების გუბერნატორები:

  • 12 მარტი – აკურთხეს იოანე ნათლისმცემლის ეკლესია რეიდში, კანბერა.
  • 9 მაისი – ადელაიდაში დაარსდა ფარმაცევტული კომპანია F. H. Faulding & Co.
  • 21 ივნისი – ადელაიდას გაზეთებში გამოქვეყნდა ცნობა ბურაში (სამხრეთ ავსტრალია) სპილენძის მადნის მდიდარი საბადოს აღმოჩენის შესახებ.
  • 20 ივლისი – ჩარლზ სტუარტი შევიდა სიმპსონის უდაბნოში, ცენტრალურ ავსტრალიაში.
  • 4 აგვისტო – ტასმანიის სანაპიროსთან დაიმსხვრა გემი Cataraqui, ბორტზე მყოფი 406 ადამიანი დაიხრჩო.
  • 17 დეკემბერი – ლუდვიგ ლაიხჰარდტი ჩავიდა პორტ-ესინგტონში (ჩრდილოეთი ტერიტორია) მას შემდეგ, რაც დარლინგ-დაუნსის ჯიმბურიდან 4800 კილომეტრიანი სახმელეთო გზა გაიარა.[1]
  • თარიღი უცნობია
    • დასრულდა პორტ-ოგასტას ომი.[2]
    • დარკი ფლეტის (Darkey Flat) ჟლეტის დროს მოკლეს მკვიდრი ავსტრალიელების დაუდგენელი რაოდენობა.
    • მატყლის ექსპორტმა ავსტრალიაში 24 მილიონი ფუნტი შეადგინა.
    • ტასმანიაში, ჰობარტში, დასრულდა ჰობარტის სინაგოგის შენობის მშენებლობა.

ხელოვნება და ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • დაიწერა პიესა და კომიკური ფარსი „ჭეშმარიტი სიყვარული, ანუ შეწყვეტილი ინტერლუდია“ („True Love, or an Interlude Interrupted“).
  • გამოქვეყნდა ავსტრალიელი პოეტის, ჩარლზ ჰარპურის ლექსი „მშვენიერი სკვოტერი“ („The Beautiful Squatter“).
  • 1845 წლის 5 ივლისს პირველად გამოიცა გაზეთი „South Australian Gazette and Colonial Register“.
ჯორჯ რეიდი
  • 28 ივნისი – ჯონ გილბერტი, ინგლისელი ნატურალისტი და მკვლევარი, მოკლეს მდინარე მიტჩელთან (კუინზლენდი) მომხდარი მწვავე შეტაკების დროს (დ. 1812)
  • 5 აგვისტო – ჯონ ბლექსლენდი, ახალი სამხრეთ უელსის პოლიტიკოსი და მკვლევარი (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში) (დ. 1769)
  • თარიღი უცნობია – ჯონ კინჩელა, ბარისთერი (ადვოკატი), პოლიტიკოსი და მოსამართლე (დაიბადა გაერთიანებულ სამეფოში) (დ. 1774)
  1. ↑ (1985) „Part One: Facts and Figures: An Australian Historical Chronology“, The Australian Almanac: 800 Pages Crammed with Australian and World Facts: Politics, the Arts, Geography, History and Much More. North Ryde, NSW: Angus & Robertson, გვ. 12. ISBN 0-207-15108-3. 
  2. ↑ cnet. Australian Frontier Conflicts – Timeline en-AU. ციტირების თარიღი: 2022-08-05