12,7 მმ შაშხანა პდშპ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქართული წარმოების 12,7 მმ კალიბრის სნაიპერული შაშხანა „პდშპ“- სამი მოდიფიკაცია

12,7 მმ კალიბრის სნაიპერული შაშხანა „პდშპ“ შექმნილია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს მიერ. არსებობს შაშხანის სამი მოდიფიკაცია ერთმანეთისგან განსხვავებული წონით და ლულის სიგრძით. „პდშპ“ მსხვილკალიბრიანი ეგრეთ წოდებული ანტიმატერიული შაშხანების კლასს განეკუთვნება და მისი პირდაპირი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის მაღალი ღირებულების ობიექტების დაზიანება. როგორებიცაა რადიოლოკაციური სადგურები, შორსმსროლელი საარტილერიო დანადგარები, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, საზენიტო დანადგარები და სხვა. შაშხანა ასევე გამოიყენება ანტისნაიპერული დანიშნულებითაც, მისი საშუალებით ცოცხალი ძალის განადგურება 2 კმ-მდე მანძილზე შეიძლება.

„პდშპ“-ს ორი მოდიფიკაცია მოკლე და გრძელი ლულებით
„პდშპ“-ს პირველი ნიმუში გრძელი ლულით

ტექნიკური მხარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაშხანა წარმოდგენილია სამი მოდიფიკაციით, საიდანაც ორი გრძელულიანია ერთი კი მოკლელულიანი. „პდშპ“-ზე გამოიყენება საბჭოთა სტანდარტის 12,7X108 მმ კალიბრის ვაზნები, თვითონ შაშხანა კი შექმნილია ბულპაპის კონსტრუქციით, რაც იმას ნიშნავს რომ შაშხანის მჭიდი, საკეტი და სასხლეტი მექანიზმი გადატანილია სახელურის უკან. გრძელულიან მოდიფიკაციებზე მჭიდი ხუთვაზნიანია, საიდანაც ლულაში ვაზნების მიწოდება წარმოებს გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტით. მოკლელულიან მოდიფიკაციას არ გააჩნია მჭიდი და სროლა ცალკეული დატენვით წარმოებს. შაშხანები აღჭურვილია წინა ორფეხა საყრდენით და რეგულირებადი უკანა საყრდენი ფეხით. სამივე მოდიფიკაციის შაშხანაზე დაყენებულია პიკატინის მიმმართველი რელსი, რომელზეც შესაძლებელია დაყენდეს სხვადასხვა ტიპის სამიზნე მოწყობილობები. ლულის ბოლოში დაყენებულია სპეციალური მუხრუჭი, რომელიც გასროლისას წარმოქმნილ აირებს უკანა მიმართულებით გამოტყორცნის რაც მნიჩვნელოვნად ამცირებს იარაღის უკუცემას. მოკლელულიანი „პდშპ“ შესაძლებელია აღიჭურვოს მასიური ხმის ჩამხშობი მოწყობილობით.

პდშპ - მოდიფიკაცია დამოკლებული ლულით
პდშპ - მოკლელულიანი მოდიფიკაცია მაყუჩით
პდშპ-ზე გამოიყენება საბჭოთა სტანდარტის 12,7X108 მმ კალიბრის ვაზნები

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები

  • დასახელება - პდშპ
  • კალიბრი - 12,7 მმ
  • ვაზნა - 12,7X108 მმ
  • შაშხანის სიგრძე
    • გრძელლულიანი - 1520 მმ
    • მოკლელულიანი - 1040 მმ
  • ლულის სიგრძე
    • გრძელლულიანი - 1100 მმ
    • მოკლელულიანი - 580 მმ
  • სამიზნე მანძილი ოპტიკური სამიზნით
    • გრძელლულიანი - 2000 მ
    • მოკლელულიანი - 1200 მ
  • წონა ოპტიკური სამიზნით
    • გრძელლულიანი - 12 კგ
    • მოკლელულიანი - 14 კგ
  • ტყვიის საწყისი სიჩქარე - 817 მ/წმ
  • მჭიდის ტევადობა
    • გრძელლულიანი - 5 ვაზნა
    • მოკლელულიანი - მჭიდის გარეშე, ერთეულოვანი დატენვით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]