112 (საქართველო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გადაუდებელი დახმარების ნომერი საქართველოში 112
Logo of 112 (Georgia).png
„112“ — გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი
დევიზი

როცა წამები გადამწყვეტია...

დაარსების თარიღი

2012

ტიპი

სსიპ

მიზანი/მიმართულება

მოსახლეობისათვის მაღალი დონის და მარტივად ხელმისაწვდომი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

ადგილმდებარეობა

თბილისი, საქართველო

ოფიციალური ენები

ქართული, ინგლისური, რუსული

მთავარი ორგანო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, 112-ის შენობა თბილისში, საქართველო

112საქართველოში მოქმედი გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი, რომელიც 2012 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა. „112“ წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 112-ზე ერთი ზარის განხორციელებით შესაძლებელია პოლიციის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის ოპერატორ-დისპეტჩერები, 24 საათის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან იღებენ გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინებებს და ოპერატიულად გადასცემენ შესაბამის სამსახურებს. 112-ის ოპერატორები წარმოადგენენ ერთადერთ დამაკავშირებელ ხიდს ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ ადამიანებსა და საგანგებო სამსახურებს შორის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

112-ის, როგორც გადაუდებელი დახმარების გამოძახების ერთიანი სატელეფონო ნომრის ამოქმედებამდე, საქართველოში არსებობდა გადაუდებელი დახმარების სამი დამოუკიდებელი ნომერი:

„112“–ის, როგორც გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის ამოქმედებას აქვს შემდეგი უპირატესობები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • არსებული რამდენიმე ნომრის ნაცვლად ერთი ნომერი
  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ოპერატიულობის მაღალი ხარისხი
  • ერთიანი ელექტრონული სისტემა
  • ინფორმაციის შენახვის და ანალიზის შესაძლებლობა
  • საგანგებო სამსახურების ეკიპაჟების მონიტორინგის შესაძლებლობა
  • მეტი კომფორტი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე ტურისტებისათვის
  • ცნობადი ნომერი ევროპის მასშტაბით

მიზანი და ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის მიზანია უფლებამოსილ სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობით მოსახლეობისათვის მაღალი დონის და მარტივად ხელმისაწვდომი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.

ძირითადი ფუნქციები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გადაუდებელი დახმარების შესახებ შეტყობინებების მიღება, დამუშავება და შეფასება
  • გადაუდებელი დახმარების შესახებ მიღებულ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სამსახურებისთვის ინფორმაციის მიწოდება
  • გადაუდებელი დახმარების მართვის მიზნით უფლებამოსილ სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობა
  • გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებში მოქმედების წესების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება
  • მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სასწავლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.[2]

ალტერნატიული ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს ქ. რუსთავში „112“-ის ალტერნატიული ცენტრი გაიხსნა. ახალი ცენტრის დაარსების მიზანს თბილისის ცენტრის განტვირთვა და გადაზღვევა წარმოადგენს.

დაგეგმარებისა და მშენებლობის პროცესი მსოფლიოს საუკეთესო გადაუდებელი დახმარების ცენტრების რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტებზე აგებული ქოლ-ცენტრი თბილისის ცენტრთან ერთად პარალელურ რეჟიმში ფუნქციონირებს.

112-ის სასწავლო ცენტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ში სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა. „112“-ის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურის სასწავლო ცენტრი მუდმივად ზრუნავს „112“-ის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ასევე მომიჯნავე სამსახურებსაც და სხვა ორგანიზაციებსაც უწევს ამ მიმართულებით მომსახურებას.

საერთაშორისო თანამშრომლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. საქართველოს 112 ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA), ევროპის უსაფრთხოების ორგანიზაციის (PSCE) და გადაუდებელი შემთხვევების მართვის საერთაშორისო საზოგადოების (TIEMS) წევრია. ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის (EENA) ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს „112“, მსოფლიოს 82 ქვეყანას შორის, სამჯერ იყო ნომინირებული და გამარჯვებულია 2015 წელს ნომინაციაში - „განსაკუთრებული მოქალაქე“, 2016 წელს კი - ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაცია“ - SMS და ვიდეო ზარის სერვისით. [3]

112-ის დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლიდან ევროკავშირის გადაწყვეტილებით 11 თებერვალი „112“-ის დღედ აღინიშნება. მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყანა, სადაც „112“ ფუნქციონირებს ამ დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღნიშნავს.
რატომ 11 თებერვალი?
11 თებერვალი წარმოადგენს საგანგებო ნომრის სამი ციფრის კომბინაციას: 11.02.0000 (დდ/თთ/წწწწ) საქართველოს „112“ აღნიშნულ დღეს აქტიურად აღნიშნავს. ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას ხალხმრავალ ადგილებში, გეგმავს შეხვედრებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ატარებს კონკურსებსა და საინფორმაციო კამპანიებს სოციალურ მედიაში, სატელევიზიო და რადიო გადაცემებში. თითოეული ღონისძიება მოსახლეობაში „112“-ის შესახებ ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.[4]

112-თან დაკავშირების არხები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიქსირებული და მობილური ტელეფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

112-ზე დარეკვა შესაძლებელია, ფიქსირებული და მობილური ტელეფონიდან, ინდექსისა და ქალაქის კოდის გარეშე, მაშინაც, კი თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული და არ დევს სიმ-ბარათი.

მობილური აპლიკაცია - 112Georgia[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა აქვს ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით. აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს. აპლიკაცია უფასოა. ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.

  • აპლიკაციის ფუნქციებია ჩუმი განგაში - SOS:

აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს ზარის განხორციელებით შეიძლება საფრთხე შეექმნას. SOS ფუნქციონალის გასააქტიურებლად საჭიროა ჩართული გქონდეთ GPS სერვისი. SOS ღილაკზე დაჭერით იგზავნება თქვენი ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები და დაფიქსირებულ ლოკაციაზე გამოიგზავნება პოლიცია.

  • „112“-ის ოპერატორთან მიმოწერა (ჩატი) - აღნიშნული ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ისეთ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებელს არ შეუძლია დარეკვა, მაგრამ საშუალება აქვს, ჩატის საშუალებით, ოპერატორის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხოს.

ჩატის ფუნქციონალის გამოყენებისას, თუ მომხმარებელს გააქტიურებული აქვს GPS სერვისი, „112“-ში გაიგზავნება ინიციატორის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატები. თუ არ აქვს ინტერნეტი 112-ში ინფორმაცია გაიგზავნება SMS-ის სახით.

  • 112-თან ზარის განხორციელება - აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია ზარის განხორციელება „112“-ში და პარალელურად ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი კოორდინატების გაგზავნა. (საჭიროა გააქტიურებული გქონდეთ GPS სერვისი )
  • „112“-ის მობილური აპლიკაციის გამოყენება არამიზნობრივად ან/და ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით!

SMS და ვიდეო ზარის სერვისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დაუკავშირდნენ 112-ს. სერვისი უფასოა და ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში. სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია საიტზე www.112.gov.ge

კანონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

112-ზე უნდა დარეკოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაუდებელი დახმარება გესაჭიროებათ! ყოველი შემოსული ზარი იწერება. 112-ზე ცრუ ზარის განხორციელება ან/და გართობის მიზნით დარეკვა მკაცრად იკრძალება და ისჯება კანონით![5]

საკონტაქტო ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონტაქტო ინფორმაცია:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველო, თბილისი, ლისის ქ. #1ა, 0186.
  • ტელ.: 032 2 41 96 77
  • 112.gov.ge
  • Facebook Page[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]