101 დალმაციელი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან 101 დალმატინელი)
„101 დალმაციელი“
რეჟისორი
პროდიუსერი უოლტ დისნეი
ეფუძნება 101 დალმაციელი
დოდი სმითი
ისტორია ბილ პიტი
მუსიკა ჯორჯ ბრანსი
მონტაჟი
  • როი მ. ბრუერ უმცროსი
  • დონალდ ჰელიდეი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი Buena Vista Pictures Distribution
პრემიერა
  • 25 იანვარი, 1961 (1961-01-25)
ხანგრძლივობა 79 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 4 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 215,8 მილიონი აშშ დოლარი[2]

101 დალმაციელი (ინგლ. One Hundred and One Dalmatians, ან 101 Dalmatians) — Walt Disney Productions-ის 1961 წლის ანიმაციური ფილმი, Buena Vista Pictures Distribution-ის[3] დისტრიბუციით. იგი ეფუძნება დოდი სმითის ამავე სახელწოდების ნაწარმოებს. სიუჟეტის მიხედვით, ერთმანეთს გაიცნობენ როჯერი და ანიტა. მათ დალმაციელ ძაღლებს ასევე უყვარდებათ ერთმანეთი. მოგვიანებით მათ 15 ლეკვი ეყოლებათ, მაგრამ ოჯახს საშიშროებას უქმნის ბოროტი კრუელა დე ვილი, რომელიც ოცნებობს დალმაციელების ბეწვისგან დამზადებულ ქურქზე.

101 დალმაციელი კომერციულად წარმატებული იყო და სტუდია გადაარჩინა ფინანსური პრობლემებისგან, რომლებიც შეუქმნა „მძინარე მზეთუნახავმა“.[4] გარდა კინოთეატრებიდან შემოსავლისა, კომერციული წარმატება გამოწვეული იყო სხვადასხვა ანიმაციური ტექნოლოგიის გამოყენებით, როგორიც იყო ქსეროგრაფია, აქტიურად ინტეგრირებულ კადრებში ფერების ჩასხმისას და ხატვისას.

ფილმი კინოგაქირავებაში 1969, 1979, 1985 და 1991 წლებში გავიდა. წლების შემდეგ გადაიღეს ფილმის გაგრძელებები, როგორც ანიმაციური, ასევე მხატვრული ფილმების სახით.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Magical Kingdoms. Magical Kingdoms (January 25, 1961). ციტირების თარიღი: April 13, 2014.
  2. 101 Dalmatians. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 5, 2012.
  3. Gebert,, Michael (1996). The Encyclopedia of Movie Awards. St. Martin's Paperbacks. ISBN 0-668-05308-9. 
  4. King, Susan (January 31, 2015). '101 Dalmatians' was just the hit a flagging Disney needed“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 5 February 2015.
  5. 1991 Domestic Grosses #1–50. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 2 April 2008.