1,3-ბუტადიენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
1,3-ბუტადიენი
1,3-ბუტადიენი: ქიმიური ფორმულა
1,3-ბუტადიენი: მოლეკულის ხედი
1,3-ბუტადიენი: სტრუქტურა
ზოგადი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა54,09 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე0.6149 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−108.9 °C
დუღილის ტემპერატურა−4.4 °C
კლასიფიკაცია
CAS 106-99-0
PubChem7845

1,3-ბუტადიენი, დივინილიორგანული ნაერთი, უჯერი ნახშირწყალბადი, დამახასიათებელი სუნის მქონე უფერო აირი. დუღილის ტემპერატურაა −4.4°C, დნობისა კი — −108.9°C. წყალში ცუდად იხსნება, სპირტსა და ნავთში — კარგად. ჰაერთან 1,3-ბუტადიენი 1,6–10,8% კონცენტრაციისას ფეთქებადსაშიშ ნარევებს წარმოქმნის. ჰაერში დასაშვები ზღვრული კონცენტრაციაა 0,1 გ/მ³. წყალბადს, ჰალოგენებს, ჰალოგენწყალბადებსა და სხვა ელექტროფილურ რეაგენტებს 1,3-ბუტადიენი უმთავრესად 1,4 მდგომარეობაში იერთებს: . 1,3-ბუტადიენს ღებულობენ ნორმალური ბუტანისა და ბუტილენების კატალიზური დეჰიდრირებით, აგრეთვე ეთილის სპირტის ორთქლის კატალიზური გარდაქმნით (სერგეი ლებედევის ხერხი). პოლიმერიზაციისა და თანაპოლიმერიზაციის რეაქციით 1,3-ბუტადიენისგან მიიღება კაუჩუკები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]