(90377) სედნა

სედნა (მცირე პლანეტის აღნიშვნა: 90377 სედნა) — ჯუჯა პლანეტა მზის სისტემის უკიდურეს ნაწილში, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს ნეპტუნის ორბიტის მიღმა. ის 2003 წელს აღმოაჩინეს და მისი დიამეტრი დაახლოებით 1000 კმ-ია. სპექტროსკოპულმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ზედაპირი შედგება წყლის, ნახშირორჟანგისა და ეთანის მყარი ყინულის ნარევისგან, ასევე მეთანისგან მიღებული, მოწითალო ფერის თოლინების დანალექი დეპოზიტებისგან, ქიმიური შემადგენლობით, რომელიც სხვა ტრანსნეპტუნური ობიექტების ზედაპირების მსგავსია.[1] სედნას, სავარაუდოდ, არ გააჩნია მნიშვნელოვანი ატმოსფერო. გაურკვევლობის დიაპაზონში, ის ცერერასთან ერთად ასტეროიდულ სარტყელში ყველაზე დიდ ჯუჯა პლანეტად ითვლება, რომელსაც ბუნებრივი თანამგზავრი არ გააჩნია, რის გამოც, სედნას შედარებით ზუსტი მასისა და სიმკვრივის დადგენა ჭიანურდება.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- NASA's Sedna page. დაარქივებული 14 March 2018 საიტზე Wayback Machine. (Discovery Photos).
- Mike Brown's Sedna page
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Emery, J. P.; Wong, I.; Brunetto, R.; Cook, J. C.; Pinilla-Alonso, N.; Stansberry, J. A.; Holler, B. J.; Grundy, W. M.; Protopapa, S.; Souza-Feliciano, A. C.; Fernández-Valenzuela, E.; Lunine, J. I.; Hines, D. C. (15 May 2024). "A tale of 3 dwarf planets: Ices and organics on Sedna, Gonggong, and Quaoar from JWST spectroscopy"
- ↑ Bettati, Amelia; Lunine, Jonathan (1 April 2025). "Atmospheric escape explains diverse surface compositions of Pluto vs Sedna"