შინაარსზე გადასვლა

(9) მეტიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასტეროიდი (9) მეტიდა

9 მეტიდა (ინგლ. 9 Metis; სიმბოლო: ), ადრე A848 HA — მთავარი სარტყლის ასტეროიდი. აღმოაჩინა 1848 წლის 25 აპრილს ირლანდიელმა ასტრონომმა ენდრიუ გრეჰემმა მარკრის ობსერვატორიაში (ირლანდია).

სახელი დაარქვეს ბერძნული მითოლოგიის სიბრძნის ქალღმერთის მეტიდას პატივსაცემად.

ასტეროიდი მზის გარშემო ბრუნავს 3.69 წელიწადში.

2007 წელს მეტისის მასა შეფასდა 1.6-დან 2.5⋅1019 კგ-მდე. სიმკვრივე ~6 (3.3-დან 8.9-მდე) გ/სმ³. ჯეიმს ბაერის 2010 წლის შეფასებით, მეტიდას მასა არის (1.47 ± 0.20)⋅1019 კგ, ხოლო სიმკვრივე 4.12 ± 1,33 გ/სმ³.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]