შინაარსზე გადასვლა

(5) ასტრეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასტრეას და ცერერას შედარება მასშტაბში

5 ასტრეა (ინგლ. 5 Astraea; სიმბოლო: ), ადრე A845 XA — მთავარი სარტყლის ასტეროიდი. მისი ზედაპირი ხასიათდება მაღალი ამრეკვლი თვისებებით; ასტეროიდი სავარაუდოდ შედგება ნიკელ-რკინის მაგნიუმ-რკინის სილიკატებთან ნარევისაგან. ასტეროიდს ეწოდა ქალღმერთ ასტრაეას სახელი ბერძნული მითოლოგიიდან.

ასტრეა აღმოაჩინა კარლ ლუდვიგ ჰენკემ 1845 წლის 8 დეკემბერს. მოყვარული ასტრონომი და ფოსტის თანამშრომელი, ჰენკე ეძებდა (4) ვესტას, რომლის დროსაც შემთხვევით აღმოაჩინა ასტრაეა. პრუსიის მეფემ აღმოჩენისთვის ჰენკე 300 აშშ დოლარის ექვივალენტის ოდენობით ყოველწლიური ჯილდო გადასცა.

ფიზიკური თვალსაზრისით, ასტრეა არაფრითაა გამორჩეული, იგი საინტერესოა უპირატესად იმით, რომ 38 წლის განმავლობაში (1807 წელს ვესტას აღმოჩენის შემდეგ) ითვლებოდა, რომ არსებობდა მხოლოდ 4 ასტეროიდი. ასტრეას აღმოჩენას მოჰყვა ათასობით სხვა ასტეროიდის აღმოჩენა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]