შინაარსზე გადასვლა

(253) მატილდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასტეროიდი (253) მატილდა

253 მატილდა (ინგლ. 253 Mathilde), ადრე A885 VAასტეროიდი მთავარი სარტყლიდან. მისი დიამეტრი დაახლოებით 50 კილომეტრია. იგი აღმოაჩინა ავსტრიელმა ასტრონომმა იოჰან პალისამ ვენის ობსერვატორიაში 1885 წლის 12 ნოემბერს. მას შედარებით ელიფსური ორბიტა აქვს, რომელსაც მზის გარშემო ოთხ წელზე მეტი სჭირდება. ამ მოძრავ ასტეროიდს უჩვეულოდ ნელი ბრუნვის ტემპი აქვს, ღერძის გარშემო 360°-იანი ბრუნის დასასრულებლად 17.4 დღე სჭირდება. ეს არის პრიმიტიული C ტიპის ასტეროიდი, რაც ნიშნავს, რომ ზედაპირზე ნახშირბადის მაღალი კონცენტრაციაა, რაც მას მუქ ზედაპირს აძლევს. ამის გამო მასზე დაცემული სინათლის მხოლოდ 4% აირეკვლება.[1]

მატილდა, NEAR Shoemaker-ის ავტომატურმა საპლანეტათშორისო სადგურმა 1997 წლის ივნისში მოინახულა, ასტეროიდ (433) ეროსისკენ მიმავალ გზაზე. მოკლე გადაფრენის დროს, კოსმოსურმა სადგურმა ასტეროიდის ნახევარსფერო გადაიღო, რომლის დროსაც მრავალი დიდი კრატერი გამოვლინდა. ეს იყო პირველი ნახშირბადოვანი ასტეროიდი, რომელიც შესწავლილ იქნა და 2010 წელს (21) ლუტეციის მონახულებამდე, ის იყო ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელსაც კოსმოსური სადგური ეწვია.

მატილდის კრატერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტეროიდ (253) მატილდაზე 23 მსხვილი კრატერია. რომელთაც სახელები დაერქვა ნახშირის მსხვილი საბადოების მიხედვით.[2]

სახელწოდება ლათინური
სახელწოდება
დიამეტრი,
კმ
ცენტრის
კოორდინატები
ეპონიმი
აახენი Aachen (2000) 4.8 9.20°, 60.90° აახენი, გერმანია
ბაგანური Baganur (2000) 16.4 14.60°, 191.60° ბაგანური, მონღოლეთი
ბენხემი Benham (2000) 2.2 19.00°, 247.20° ბენხემი, აშშ
კლეკმანანი Clackmannan (2000) 2.8 18.90°, 260.80° კლეკმანანი, შოტლანდია
დამოდარი Damodar (2000) 28.7 73.00°, 263.80° დამოდარი, ინდოეთი
ენუგუ Enugu (2000) 5.9 -15.30°, 151.60° ენუგუ, ნიგერია
ისიკარი Ishikari (2000) 29.3 -66.20°, 186.90° ისიკარი, იაპონია
ჯერადა Jerada (2000) 2.5 42.10°, 177.30° ჯერადა, მაროკო
ცზისი Jixi (2000) 19.9 -12.30°, 256.50° ცზისი, ჩინეთი
კალიმანტანი Kalimantan (2000) 2.7 -7.70°, 123.70° კალიმანტანი, ინდონეზია
კარუ Karoo (2000) 33.4 33.50°, 98.40° კარუ, სარ
კუზნეცკი Kuznetsk (2000) 28.5 -45.90°, 88.90° კუზნეცკი, რუსეთი
ლოთარინგია Lorraine (2000) 4.1 48.10°, 142.50° ლოთარინგია, საფრანგეთი
ლუბლინი Lublin (2000) 6.5 55.30°, 156.80° ლუბლინი, პოლონეთი
მარიცა Maritsa (2000) 2.4 44.60°, 151.50° მარიცა, ბულგარეთი
მატანუსკა Matanuska (2000) 2.9 27.30°, 217.30° მატანუსკა, აშშ
მულგილდა Mulgildie (2000) 2.5 57.70°, 176.10° მულგილდა, ავსტრალია
ოახაკა Oaxaca (2000) 5.2 38.70°, 186.30° ოახაკა, მექსიკა
ოტაგო Otago (2000) 7.9 23.70°, 164.50° ოტაგო, ახალი ზელანდია
კვეტა Quetta (2000) 3.2 45.60°, 165.50° კვეტა, პაკისტანი
სიმილკამინი Similkameen (2000) 3.4 -13.50°, 104.70° სიმილკამინი, კანადა
ტერუელი Teruel (2000) 7.6 -28.10°, 142.70° ტერუელი, ესპანეთი
სულია Zulia (2000) 12.3 -39.50°, 30.90° სულია, ვენესუელა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Williams, David R.. (18 December 2001) NEAR Flyby of Asteroid 253 Mathilde. NASA. ციტირების თარიღი: 2006-08-10
  2. Mathilde. International Astronomical Union (IAU) Working Group for Planetary System Nomenclature (WGPSN). ციტირების თარიღი: 2015-08-26