(2060) ქირონი
იერსახე

2060 ქირონი (ინგლ. 2060 Chiron), ადრე 1977 UB, 95P/Chiron — პირველი აღმოჩენილი ასტეროიდი კენტავრების ჯგუფისა. აგრეთვე კატალოგიზირებულია, როგორც კომეტა (95P/Chiron ). ქირონის პერიჰელიუმი მდებარეობს სატურნის ორბიტის შიგნით, აფელიუმი — ურანის ორბიტასთან ახლოს.
ქირონის ორბიტა არ არის სტაბილური მილიონი წლების მასშტაბებში, რაც ამტკიცებს იმას, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო თავის ამჟამინდელ ორბიტაზე. ეს ფაქტი საშუალებას გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ასტეროიდი წარმოშობით კოიპერის სარტყლიდანაა.