ცხრაკუდა მელა
ცხრაკუდა მელა — მითური მელა, რომელიც სათავეს ჩინურ მითოლოგიაში იღებს. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის სხვა მითოლოგიებშიც.
ჩინურ და აღმოსავლეთაზიურ ფოლკლორში ცხრაკუდა მელა წარმოდგენილია მაგიური ძალების მქონე სულის სახით. ხშირად გამოსახავენ როგორც ბოროტ არსებას, რომელიც ადამიანებს ლამაზ ქალად შენიღბვის უნარით ატყუებს.
ერთ ძველ მითში, იუ დიდი შეხვდა თეთრ ცხრაკუდა მელას, რომელიც მან სასიხარულო ნიშანად ჩათვალა იმისა, რომ დაქორწინდებოდა ნუძიაოზე. ხანურ იკონოგრაფიაში ცხრაკუდიანი მელა ზოგჯერ გამოსახულია კუნლუნის მთაზე, უკვდავების ქალღმერთ სივანგმუსთან ერთად. პირველი საუკუნის თხზულების, „პაი ხუ თუნგის“ („დებატები თეთრი ვეფხვის დარბაზში“) მიხედვით, მელას ცხრა კუდი შთამომავლობის სიმრავლის სიმბოლოა.
ცხრაკუდა მელა პირველად ნახსენებია კლასიკურ ჩინურ ტექსტში „შანხაი ძინგი“ („მთებისა და ზღვების წიგნში“), რომელიც იქმნებოდა მებრძოლი სამეფოების პერიოდიდან (ძვ. წ. 475–ძვ. წ. 221) დასავლეთ ხანის (ძვ. წ. 202 – ახ. წ. 9; ახ. წ. 25 – ახ. წ. 220 წწ.) პერიოდამდე. ნაშრომში ნათქვამია:
„მწვანე ბორცვების მიწა თიენუს ჩრდილოეთით მდებარეობს. იქ მელებს ოთხი ფეხი და ცხრა კუდი აქვთ. სხვა ვერსიით, ის მდებარეობს მზის ამოსვლის ველის ჩრდილოეთით.“
| |
([1])
|
„შანხაი ძინგის“ მე-14 თავში კუო ფუ წერს, რომ ცხრაკუდა მელა იყო კარგის მაუწყებელი ნიშანი, რომელიც ჩნდებოდა მშვიდობის ჟამს.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kang, Xiaofei (2006) The cult of the fox: Power, gender, and popular religion in late imperial and modern China. New York: Columbia University Press. ISBN 9780231133388.
- Strassberg, Richard E. (2002) A Chinese Bestiary: Strange Creatures from the Guideways Through Mountains and Seas. Berkeley: University of California press. ISBN 0-520-21844-2.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Strassberg, 2002, გვ. 88–89 & 183–184