ჰუსეინ ჯავიდის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუსეინ ჯავიდის სახლ-მუზეუმი
40°22′06″ ჩ. გ. 49°49′59″ ა. გ. / 40.36833° ჩ. გ. 49.83306° ა. გ. / 40.36833; 49.83306
დაარსდა 1981 წლის 21 ივლისი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი https://huseyncavid.az
Map

ჰუსეინ ჯავიდის სახლ-მუზეუმი (აზერ. Hüseyn Cavidin Ev Muzeyi) — შედის აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილების შემადგენლობაში. მუზეუმი შეიქმნა სახლში, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აზერბაიჯანელი პოეტი და დრამატურგი ჰუსეინ ჯავიდი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუსეინ ჯავიდის სახლ-მუზეუმი შეიქმნა ფილოსოფოსის, დრამატურგისა და პოეტის ჰუსეინ ჯავიდის სახელის უკვდავსაყოფად. კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა დიდი ლიდერის ჰეიდარ ალიევის მხარდაჭერით 1981 წლის 21 ივლისს მიიღო განკარგულება „ჰუსეინ ჯავიდის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით“.[1] აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილების თანახმად შეიქმნა ჰუსეინ ჯავიდის სახლ-მუზეუმი, რომელიც დაექვემდებარა აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიას.[1]

ჰუსეინ ჯავიდის 120 წლის იუბილე. აზერბაიჯანის საყოველთაო ლიდერის ჰეიდარ ალიევის საუბარი ტურან ჯავიდთან. 2002 წლის 24.10.

2002 წლის 24 ოქტომბერს 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჰუსეინ ჯავიდის სახლ-მუზეუმის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიხსნა ექსპოზიცია მნახველებისათვის.

განყოფილებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის განყოფილებები მოიცავენ „მეცნიერულ კვლევებს“, „მეცნიერულ დასაბუთებებს“, „მეცნიერულ და მხატვრულ დიზაინს“, „მეცნიერულ ექსპოზიციებს“, „ბიბლიოთეკის მეცნიერულ ინფორმაციას“. ჰუსეინ ჯავიდი მოღვაწეობდა ეროვნული მემკვიდრეობის პროპაგანდისა და კვლევების სფეროში.

მეცნიერული ექსპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლ-მუზეუმი შედგება 4 ოთახისა და ფოიესაგან. მუზეუმის საერთო ფართობი შეადგენს 245 კვ.მ.[2] მუზეუმში ინახება 4250 ექსპონატი. ფოიეში არის ვარსკვლავის გამოსახულება, რომელსაც აქვს მინიჭებული პოეტის სახელი. მუზეუმში ასევე ინახება პოეტის ტანსაცმელი, მის მიერ გამოცემული ნაწარმოებები, სპექტაკლის აფიშები, მისი ნაწარმოების „ბოლო ზაფხულის“ (მხ. ა. ალიევი) ილუსტრაციები, ასევე პოეტის დრამის „იბლისის“ (მხ. ა. ალიევი), სიუჟეტური ხალიჩა (მხ. ა. ქერიმოვი) და სხვა მასალები.

მუზეუმის ერთ-ერთ ოთახს ეწოდება „ჯავიდის ტრაღედია“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 House-Museum of Huseyn Javid. ციტირების თარიღი: 16 ივლისი, 2017.[მკვდარი ბმული]
  2. Ev Muzeyi. Wordpress. ციტირების თარიღი: 16 ივლისი, 2017.