ჰუსეინ არაბლინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუსეინ არაბლინსკი

ჰუსეინ მამედ-ოღლუ არაბლინსკი (აზერ. Hüseyn Məmməd oğlu Ərəblinski) (ნამდვილი გვარი ხალაფოვი (აზერ. Xələfov)) (დ. 1881, ბაქო — გ. 17 მარტი [ძვ. სტ. 5 მარტი], 1919, იქვე) — აზერბაიჯანელი თეატრისა და კინოს მსახიობი და რეჟისორი. ეროვნული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1897 წელს, ბაქოს სცენისმოყვარეთა წრეში. 1905–1919 წლებში იყო პირველი აზერბაიჯანული პროფესიული დასების „ნიჯათისა“ და „საფას“ მსახიობი და რეჟისორი. მისი შემოქმედება გამსჭვალული იყო დემოკრატიული იდეებით, მაღალი მოქალაქეობრივი პათოსით. ჰუსეინ არაბლინსკი წარმატებით გამოდიოდა ჰეროტიკულ, ტრაგიკულ თუ სატირულ როლებში. საგასტროლო წარმოდგენებს მართავდა საქართვლოში, სომხეთსა, რუსეთში და ირანში. როლები: გიავე (შ. სამისა და ს. ახუნდოვის „მჭედელი გიავე“), ჰეიდარბეგი (მირზა ახუნდოვი ს „ჰაჯი-ყარა“), ხლესტაკოვი (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ოტელო (უილიამ შექსპირის „ოტელო“) და სხვა. ჰუსეინ არაბლინსკი მოკლეს მუსავატელებმა.

მისი სახელობის არის სუმგაითის სახელმწიფო მუსიკალურ-დრამატული თეატრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]