ჰუსეინ-ბეგის მავზოლეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუსეინ-ბეგის მავზოლეუმი

ჰუსეინ-ბეგის მავზოლეუმი (ბაშკ. Хөсәйенбәк кәшәнәһе) — თანამედროვე ბაშკირეთის ტერიტორიაზე არსებული პირველი იმამის (მუსულმანების სასულიერო ლიდერი) ჰაჯი-ჰუსეინ-ბეგის დაკრძალვის ადგილი. მდებარეობს დაბა ჩიშმის სასაფლაოზე. აქვს ისლამური წმინდა ადგილის სტატუსი.

ჰუსეინ-ბეგის ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუსეინ-ბეგი, ომარ-ბეგის შვილი, დაიბადა XIV საუკუნის დასაწყისში თურქესტანში. ახალგაზრდობაში სწავლობდა ადგილობრივ მედრესეში, სადაც სწავლობდა მუსულმანურ სამართალს და გაწევრიანდა სუფისტურ საძმო იასავიაში. მოგვიანებით აღასრულა ჰაჯი მექაში.

ბაშკირეთის მიწაზე იგი იყო სასულიერო მოსამართლე და ჰქონდა ყადის წოდება, ამის შემდეგ იგი გახდა იმამი.

იგი გარდაიცვალა 1341-1342 წლების პერიოდში და დაკრძალეს აკზირათის ტბის ახლოს, მცირე გორაკზე. ამჟამად ამ ტერიტორიაზე დაბა ჩიშმი მდებარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფლავის ქვა ჰუსეინ-ბეგის საფლავზე

1393-1394 წლებში თემურლენგი შეიჭრა ბაშკირეთის მიწაზე, ოქროს ურდოს ხან თოხთამიშთან დაპირისპირების პერიოდში. ჰუსეინ-ბეგის საფლავის ხილვის შემდეგ, გადაწყვიტა მის საფლავზე აეშენებინა მავზოლეუმი. საფლავის ქვა ჩამოიტანეს თურქესტანიდან. ამჟამად აღნიშნული ფილა ინახება უფის მხაარეთმცოდნეობის მუზეუმში.

მალევე ააშენეს მავზოლეუმი. იგი მართკუთხა ფორმის ნაგებობაა, რომელიც სრულდება გუმბათით.

XVIII საუკუნეში მავზოლეუმი მთლიანად დაინგრა. მხოლოდ 1911 წელს უფის მუფთმა მიიღო გადაწყვეტილება საფლავის აღდგენის შესახებ, რადგან იგი ითვლებოდა საკმაოდ პატივსაცემ მუსულმანურ სიწმინდედ. ამასთან დაკავშირებით დაიწყო სასაფლაოს გათხრები, რის შედეგდაც აღმოაჩინეს ცხრა სამარხი. ექვსი მათგანი ეკუთვნოდა ბავშვებს, ხოლო დანარჩენი იყო მამაკაცის, ქალის და თავად ჰუსეინ-ბეგის.

ყოველ წელს ჩიშმის რაიონში იმართება ჰუსეინ-ბეგისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вельяминов-Зернов, В. В. Памятник с арабско-татарской надписью в Башкирии (рус.) // Труды Восточного отделения Императорского археологического общества : журнал. — СПб.: В Тип. Имп. Академии наук, 1859. — Т. IV. — С. 257-284.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]