ჰიუმაშაჰ სულთანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰუმაშაჰ სულთანი)
Jump to navigation Jump to search
ჰიუმაშაჰ სულთანი
მშობ. სახელი Hümaşah Hanım Sultan
დაბ. სახელი ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი
დაბ. თარიღი 1540
მანისა, ოსმალეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1592
სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) მეჰმედ ფერჰათ-ფაშა
გაზი მეჰმედ-ფაშა
ლალა მუსტაფა-ფაშა
შვილ(ებ)ი მუსა
გაზი
მეჰმედი
ოსმანი
ფერჰათი
აბდულბაკი
გევერჰანი
ჰიურემი
აიშე
ნაზლიჰანი
მშობლები მამა: შეჰზადე მეჰმედი
დედა: ესმეჰან ბაჰარნაზ სულთანი

ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი (თურქ. Hümaşah Hanım Sultan; დ. 1540, მანისა, ოსმალეთის იმპერია — გ. 1592, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია) — შეჰზადე მეჰმედის და ესმეჰან ბაჰარნაზ სულთნის[1] ერთადერთი შვილი. სულეიმან I-ის და ჰიურემ სულთნის შვილიშვილი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიუმაშაჰ სულთანი დაიბადა 1540 წელს მანისაში. 1543 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ჰუმაშაჰი სტამბოლში ბებიასთან, ჰიურემ სულთანთან გაგზავნეს.

პირველად ჰიუმაშაჰ სულთანი 1556 წელს დაქორწინდა მეჰმედ ფერჰათ-ფაშაზე. მისგან ეყოლა ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი. 1575 წელს მეჰმედ ფერჰათ-ფაშა გარდაიცვალა.

1581 წელს ჰუმაშაჰი მეორედ დაქორწინდა გაზი მეჰმედ-ფაშაზე. ჰუმაშაჰს მისგან ერთი ვაჟი ეყოლა.

მესამეჯერ ჰუმაშაჰი ლალა მუსტაფა-ფაშაზე დაქორწინდა. ამ ქორწინებიდან მათ ეყოლათ ვაჟი - სულთანზადე აბდულბაკი-ბეი.[2].

ჰიუმაშაჰ ჰანიმ სულთანი გარდაიცვალა 1592 წელს სტამბოლში. დაკრძალულია შეჰზადეს მეჩეთში შეჰზადე მეჰმედის გვერდით.[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]