გულფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰულფი)
Jump to navigation Jump to search
Treated NKS gylfi.jpg

გულფიშვედეთის მითური მეფე.

გულფი ესალმება ოდინს. ჰუგო ჰამილტონი

თქმულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფეს ესტუმრა ვინმე გიფეონი და საოცარი ამბავი მოუთხრო. ბრძენმა მეფემ აღუთქვა იმდენი მიწა, რამდენსაც მოხნავდა ოთხი ხარით დღე-ღამის განმავლობაში. სტუმარმა იოტუნჰაიმიდან ოთხი ბიმბერაზი ხარი-სახე შილი შეაბა გუთანში. ამ ხარებმა შვედეთს მოაგლიჯეს დიდი მიწა და ზღვაში გაიტანეს— ესაა კუნძული ზელანდია (სელანდი). გულფიმ სტუმარს სადაურობა ჰკითხა და გაიგო, რომ იგი ძალუმ ღმერთთა აზების (ასების) მოდგმისაა. საგონებელში ჩავარდნილი მეფე აზების სამყოფელის დასადგენად კვერთხით ხელში ქვეყნის გზას დაადგა, თუმცა, ვერაფერი შეიტყო მათ შესახებ. ბოლოს, შინისაკენ მიმავალი ერთ დიდ ველზე აღმოჩნდა, სადაც ოქროს ფარებით გადახურული ციხე დაინახა. თავი მწირად გასააღა; შეიყვანეს, გაუმასპინძლდნენ.

ტახტზე იჯდა სამი მეფე: ჰარი, იანფჰარი და ტრიდიმი. ცნობისმოყვარე სტუმარს ღმერთებმა პასუხი გასცეს ყველა კითხვაზე. მათი მონათხრობიდან იქმნება ჩრდილოეთის მითის სურათი: როგორ იქმნება ქაოსიდან ქვეყნიერება, როგორ ებრძოდნენ აზები ბუმბერაზ გრიმტურსენებს, მგელ ფენრისს, გველეშაპ მიდგარდს, ცბიერ ღმერთ ლოკეს და მის შვილებს და როგორ დაიღუპა საბოლოოდ ომში ღმერთთა და ბუმბერაზთა მოდგმა. გულფიმ გაიგო ყველაფერი ეს, ბოლო იქუხა მეხმა და გულფი ისევ თავის სამეფო ტახტზე აღმოჩნდა.