უგო I (ბურგუნდიის ჰერცოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჰუგო I (ბურგუნდია))
უგო I
Hugues I
ბურგუნდიის მე-11 ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 1076
მმართ. დასასრული: 1079
წინამორბედი: რობერტ I
მემკვიდრე: ოდო I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1057
გარდ. თარიღი: 29 აგვისტო 1093
გარდ. ადგილი: კლუნის სააბატო
მეუღლე: იოლანდა ნევერელი
მამა: ჰენრი დოცელი
დედა: სიბილა ბარლესონელი

უგო I (ფრანგ. Hugues I; დ. 1057 — გ. 29 აგვისტო 1093) — ბურგუნდიის ჰერცოგი 1076–1079 წლებში და 1079 წლიდან კლუნის აბატი. ბურგუნდიის ჰერცოგის, რობერტ I-ის შვილიშვილი და მისი მემკვიდრე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უგო მამის, ჰენრი დოცელის გარდაცვალების შემდეგ რობერტ I-ის მემკვიდრე გახდა[1], თუმცა მან მალევე ამ თანამდებობაზე უარი თქვა და ჰერცოგად მისი ძმა, ოდო აირჩიეს. უგო სანჩო I არაგონელთან ერთად მურებს პირენეს ნახევარკუნძულზე ებრძოდა. უგო ბერად აღიკვეცა და მონასტერში წავიდა. მოგვიანებით იგი კლუნის აბატად დანიშნეს[2]. უგო ბურგუნდიელი დაქორწინებული იყო იოლანდა ნევერელზე, რომელიც 1078 წელს გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Elizabeth Hallam, Capetian France:987-1328, (Longman Group Ltd., 1980), 30.
  2. Constance Brittain Bouchard, Sword, Miter, and Cloister: Nobility and the Church in Burgundy, 980-1198, (Cornell University Press, 1987), 129.