ჰუა მულანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰუა მულანი
花木蘭
Hua Mulan.jpg

ეროვნება ჩინელი
ცნობილია მულანი

ჰუა მულანი (ჩინ. 花木蘭, პინ-ინი Huā Mùlán) — ჩინური ხალხური პოემის გმირი, რომელიც ომში წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯარში მხოლოდ მამაკაცებს იწვევდნენ. პოემა დაწერილი იყო VI საუკუნეში, თუმცა მისი პირველყოფილი ვერსია არ შენარჩუნდა — ჩვენამდე XII საუკუნის გო მაოციანის კრებული მოვიდა, სადაც შენარჩუნებულია ლეგენდა. ჰყავდა თუ არა ჰუა მულანს რეალური პროტოტიპი, უცნობია.

სახელი[რედაქტირება]

სახელი „მულანი“ ნიშნავს „მაგნოლიას“ («mù» ნიშნავს ხეს, ხოლო «lán» — ორქიდეას). სახელს ხშირად უმატებენ გვარს «Huā», რომელიც ითარგმნება, როგორც „ყვავილი“.

სიუჟეტი[რედაქტირება]

სიუჟეტის მიხედვით, ჩინეთს იპყრობენ ჰუნები და იმპერატორი სუი საერთო მობილიზაციას აცხადებს — ყოველმა ოჯახმა ჯარს უნდა შესწიროს ერთი მამაკაცი. გოგონა მულანი ფარულად მიდის ჯარში, გადაცმული მამაკაცად. მიუხედავად იმისა, რომ მისი საიდუმლო საჯარო ხდება, სწორედ მულანი თამაშობს გადამწყვეტ როლს მტრის გეგმების ჩაშლაში.

პოემაში გვხვდება რამდენიმე ონომატოპეა.

მულანის კულტი[რედაქტირება]

1998 წელს Walt Disney-მა გადაიღო ანიმაციური ფილმი „მულანი“.

მულანის შესახებ გადაღებულია 4 მხატვრული ფილმი, ის არის რამდენიმე სერიალის გმირი, ერთ-ერთი მათგანია „ზენა — რაინდთა დედოფალი“.

2009 წელს გადაიღეს ფილმი „ჰუა მულანი Hua Mulan“ (ჩინეთის დროშა ჩინეთი; აშშ-ის დროშა აშშ). მთავარ როლს თამაშობს ჩჟაო ვეი (Wei Zhao).

აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: