შინაარსზე გადასვლა

ჰრუშოვანი-ნად-იევიშოვკოუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ჰრუშოვანი-ნად-იევიშოვკოუ
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე სამხრეთ მორავიის მხარე
კოორდინატები 48°49′47″ ჩ. გ. 16°24′09″ ა. გ. / 48.82972° ჩ. გ. 16.40250° ა. გ. / 48.82972; 16.40250
პირველი ხსენება 1141
ფართობი 25,30 კმ²
ცენტრის სიმაღლე 181 მეტრი
მოსახლეობა 3 377 (1 იანვარი, 2025)[1]
საფოსტო ინდექსი 671 67[2]
საავტომობილო კოდი B
ოფიციალური საიტი http://www.hrusovany.cz/
ჰრუშოვანი-ნად-იევიშოვკოუ — ჩეხეთი
ჰრუშოვანი-ნად-იევიშოვკოუ

ჰრუშოვანი-ნად-იევიშოვკოუ (ჩეხ. Hrušovany nad Jevišovkou) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ზნოიმოს რაიონში მდებარეობს.

ჰრუშოვანი-ნად-იევიშოვკოუ ქალაქ ზნოიმოდან დაახლოებით 25 კილომეტრში, ხოლო რეგიონალურ დედაქალაქ ბრნოდან 41 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი დიე-სვრატკას ხეობაშია გაშენებული. ჰრუშოვანი-ნად-იევიშოვკოუ მდინარე იევიშოვკას ნაპირებზეა განლაგებული. ქალაქის სამხრეთ ნაწილს ავსტრიისგან ჰყოფს მდინარე დიე.

ქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მონეტები I-II საუკუნეებით თარიღდება, თავდაპირველად ტერიტორია კელტებით იყო დასახლებული. მოგვიანებით მათი ადგილი გერმანულმა ტომებმა დაიკავეს. V საუკუნეში კი ეს ტერიტორია ვანდალებითა და ჰუნებით იყო დასახლებული.

ჰრუშოვანი-ნად-იევიშოვკოუ წერილობით წყაროებში პირველად 1141 წელს ოლომოუცის ეპისკოპოს ინდრჟიხ ზდიკის სიგელშია ნახსენები. დასახლებას ქალაქის სტატუსი 1495 წელს ვლადისლავ II-ემ მიანიჭა.

თეთრი მთის ბრძოლის შემდეგ, ჰრუშოვანი მიჰყიდეს იმპერატორის მრჩეველ ზიგფრიდ კრიშტოფ ბროინერს და 1880 წლიდან 1945 წლამდე ის ხუენ-ბელასის ოჯახის გრაფების საკუთრება იყო. XIX საუკუნეში აქ რკინიგზის გაყვანამ ეკონომიკური წინსვლა განაპირობა, დაარსდა შაქრის ქარხანა, სკოლა და საავადმყოფო. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე მოსახლეობის უმრავლესობას გერმანელები შეადგენდნენ.

1996 წლის 1 თებერვალს ჰრუშოვანი თანამედროვე სტანდარტების ქალაქად გამოცხადდა.[3]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა წმინდა სტეფანეს ეკლესიაა. იგი გვიანი ბაროკოს სტილში 1757 წელს აშენდა არქიტექტორ იოზეფ ემანუელ ფიშერ ფონ ერლახის გეგმით. მან ძველი ეკლესია ჩაანაცვლა, რომელიც პირველად 1339 წელს არის ისტორიულ წყაროებში ნახსენები.[4][5]

ჰრუშოვანი-ნად-იევიშოვკოუს ციხესიმაგრე ადრეული ბაროკოს სტილში 1669 წელს აშენდა. მისი ამჟამინდელი იერსახე 1804 წელს ნეოკლასიკური რეკონსტრუქციის შედეგია. დღეს ის კერძო საკუთრებაშია და დახურულია დამთვალიერებელთათვის.

ემინის ციხე ქალაქის ცენტრიდან 4 კილომეტრში მდებარეობს, ეს შედარებით მცირე ზომის შენობა 1882 წელს აშენდა და 1913 წელს აღადგინეს, ის ბაროკოს სტილშია ნაგები.[6]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Český statistický úřad Počet obyvatel v obcích – k 1. 1. 2025Praha: ČSÚ, 2025.
  2. Register of territorial identification, addresses and real estates
  3. Strategický plán rozvoje města Hrušovany nad Jevišovkou 2014–2020 cs. Město Hrušovany nad Jevišovkou. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-19. ციტირების თარიღი: 2021-11-19
  4. Hrušovanské pamětihodnosti cs. Město Hrušovany nad Jevišovkou. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-12-07. ციტირების თარიღი: 2024-06-10
  5. Kostel sv. Štěpána cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-06-10
  6. Areál zámku s parkem cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-06-10