შინაარსზე გადასვლა

ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჰრომანის (რომანის) ქართველთა მონასტერი — ძველი ქართული სასულიერო და კულტურული კერა ბიზანტიაში, კონსტანტინოპოლის მახლობლად. ააშენეს ილარიონ ქართველის მოწაფეებმა მისი გარდაცვალების შემდეგ, 876 წელს იმპერატორ ბასილის ხელშეწყობთ. ჩვენამდე მოღწეულია მონასტერში მომზადებული 2 ქართული ხელნაწერი: 1066 წელს სვიმეონ დვალის მიერ გადაწერილი ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანების კრებული (A—№ 134) და XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ვინმე „იოანე უღირსის“ მიერ გადაწერილი ვანის სახარება. გამოთქმულია მოსაზრება რომ მონასტერი 980 წლიდან ქართული აღარ ყოფილა.