ჰრაჩ ტიტიზიანი
| ჰრაჩ ტიტიზიანი | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
26 მაისი, 1979 (46 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
| საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი |
| აქტიური | 2000-დღემდე |
ჰრაჩ ტიტიზიანი (დ. 26 მაისი, 1979) — ამერიკელი ტელევიზიის, კინოსა და თეატრის მსახიობი და პროდიუსერი. ის ყველაზე მეტად ცნობილია CIA-ს ანალიტიკოსის, დენი გალვესის როლით სერიალ „Homeland“ პირველ ორ სეზონში.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰრაჩ ტიტიზიანი კალიფორნიაში, ეთნიკურად სომეხი ემიგრანტი მშობლების ოჯახში დაიბადა. მამამისი ლიბანში დაიბადა, დედა კი — იორდანიაში, ხოლო მისი ბებია-ბაბუა ერაყიდან და სირიიდან წამოსული სომხები იყვნენ.[1]
ის კალიფორნიის ქალაქ გლენდეილში გაიზარდა. დადიოდა სომხურ სკოლაში და თავისუფლად ფლობს სომხურ ენას — შეუძლია როგორც საუბარი, ისე კითხვა და წერა.[2]
ბავშვობაში ტიტიზიანი ოჯახის მეგობრებს სიმღერითა და პაროდიებით ართობდა. 19 წლის ასაკში მან გადაწყვიტა, პროფესიონალი მსახიობის კარიერა დაეწყო, თუმცა მშობლებისთვის არ უთქვამს, რომ კოლეჯიდან გამოვიდა. დრამის გაკვეთილების საფასურის გადასახდელად მან ყვავილების კურიერად დაიწყო მუშაობა და თითქმის ერთი წლის განმავლობაში თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ისევ კოლეჯში სწავლობდა. მას შემდეგ, რაც აგენტთან კონტრაქტი გააფორმა, მშობლებმა მისი ტყუილი აღმოაჩინეს, თუმცა ტიტიზიანმა უარი თქვა სამსახიობო კარიერის მიტოვებაზე.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Adulyan, Marina, Ghazaryan, Anna (May 1, 2013). „Not sure what Homeland's third season has in store for agent Galvez – interview with Hrach Titizian“. News.am. ციტირების თარიღი: July 7, 2015.
- ↑ Gage, Gabriella (February 21, 2013). „From Home to 'Homeland' Hrach Titizian Stays True to His Roots“. Mirror Spectator. ციტირების თარიღი: July 7, 2015.
- ↑ Adourian, Georges (January 4, 2011). „Entertainment Spotlight: Hratch Titizian's Love of Acting“. Asbarez. ციტირების თარიღი: July 7, 2015.