ჰრაჩია ღაფლანიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰრაჩია ღაფლანიანი
მშობ. სახელი Հրաչյա Ղափլանյան
დაბ. თარიღი 14 ნოემბერი, 1923
გარგარი, ასფსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 17 აგვისტო, 1988
ერევანი, სომხეთის სსრ
დაკრძალულია კომიტასის პანთეონი
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა მსახიობი, თაეტრისა და ოპერის რეჟისორი, პედაგოგი

ჰრაჩია ღაფლანიანი (სომხ. Հրաչյա Ղափլանյան; დ. 14 ნოემბერი, 1923, გარგარი, ასფსრ, სსრკ — გ. 17 აგვისტო, 1988, ერევანი, სომხეთის სსრ) — სომეხი საბჭოთა მსახიობი, თეატრისა და ოპერის რეჟისორი, პედაგოგი. 1971 წელს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება.

დაიბადა 1923 წელს სოფელ გარგარში სტეფანავანის მახლობლად მუშის ოჯახში. პირველად სცენაზე გამოვიდა 12 წლის ასაკში ლენინაკანის თეატრში. 1937-1962 წლებში ერევნის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, შემდეგ კი რეჟისორია. თეატრში მუშაობის პარალელურად სწავლობდა ერევნის თეატრალურ სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1940 წელს. 1956-1959 და 1986 წლიდან გარდაცვალებამდე ერევნის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორია.

გარდაიცვალა 1988 წელს ერევანში. დაკრძალულია კომიტასის სახელობის პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]