ჰრაჩია მელიქიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰრაჩია მელიქიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 8 მაისი, 1947(1947-05-08)
დაბ. ადგილი ერევანი
გარდ. თარიღი 6 მარტი, 2006(2006-03-06) (58 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი
ეროვნება სომხები[1]
საიტი hrachyamelikyan.com

ჰრაჩია მელიქიანი (სომხ. Հրաչյա Մելիքյան; დ. 8 მაისი, 1947, ერევანი, სომხეთი — გ. 6 მარტი, 2006, იქვე) — სომეხი მუსიკისა და ფილმების კომპოზიტორი. ჰრაჩია მილიქიანმა ერთმანეთში შეაზავა მსოფლიო მუსიკის განვითარება და ეროვნული მუსიკალური თავისებურებები, და ამით ჩამოაყალიდა საკუთარი დამახასიათებელი და გამორჩეული მუსიკალური სტილი. მისი კომპოზიციების უმეტესი ნაწილი არის ინსტრუმენტული. მელიქიანმა ასევე შეასრულა მრავალრიცხოვანი საგუნდო კომპოზიციები, რომანები, სხვადასხვა ინსტრუმენტების ნაწვეტები; აგრეთვე ასრულებდა მუსიკებს ფილმებისთვის. 1972 წლიდან იყო კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის წევრი, ხოლო 1992 წლიდან სიკვილამდე (2006 წლაის მარტამდე) იყო სომხეთის კომპოზიტორთა და მუსიკისმცოდნეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰრაჩია მელიკიანი დაიბადა 1947 წლის 8 მაისს, ერევანში, სომხეთში, ადვოკატს და ბუღალტერის ოჯახში. ჰრაჩია, მისი ძმა და დები სკოლაში სწავლის პერიოდში ბრწყინავდნენ. როდესაც მისი და-ძმები ინჟინერიისა და ფიზიკისკენ მიისწრაფვოდნენ, ჰრაჩიას ოცნება მუსიკის სწავლა იყო. დაწყებითი სკოლაში სწავლის ადრეულ პერიოდში, მან გიტარა იყიდა იმ ჯიბის ფულით, რომელსაც ჯიბის ფულიდან აგროვებდა; ამ დროს დაიწყო მან დაკვრაც. ცოტა ხნის შემდეგ, მან ასევე დაიწყო აკორდეონზე დაკვრაც (თვითონ ისწავლა). ბოლო წლებში საშუალო სკოლაში აქტიურად იყო ჩართული სკოლის მუსიკალურ ჯგუფში, ასრულებდა დირიჟორის როლს და უკრავდა აკორდეონაზე. 1962 წელს, მისმა გადაწყვეტილებამ იგი მუსიკალურ სკოლაში, 15 წლის ასაკში, მიიყვანა - ამ ასაკში მუსიკალურ სკოლაში მიღება უჩვეულო იყო - აქ მან დაიწყო კლარნეტზე დაკვრაი (ლავჩიანების კლასი). ტრადიციული 5 წლის მაგივრად, მან სკოლა 2 წელიწადში დაამთავრა და შემდეგ სწავლა განაგრძო ერევნის სახელმწიფო მუსიკალურ კოლეჯში, სადაც ჩაირიცხა კლარნეტის კურსზე, ამავე დროს სწავლობდა კომპოზიციებს პროფესორ ემინ არისტაკესიანის ხელმძღვანელობით. მის მამა შვილის მუსიკალური კარიერისადმი კარგად არ იყო განწყობილი. ოჯახის თხოვნითა თუ მოთხოვნით, ჰრაჩია ერთდროულად ემზადებოდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მისაღები გამოცდებისთვის. თუმცა, ერთ დღეს იგი სახლში მივიდა და გამოაცხადა, რომ მისი არჩევანი იყო ერევნის სახელმწიფო კონსერვატორია. 1967 წელს, 20 წლის ასაკში, იგი შევიდა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციურ განყოფილებაში, სსრკ სახალხო არტისტის, პროფესორ ედვარდ მირზოიანის კლასში. როგორც მირზოიანმა აღიარა- „მე უნდა ვაღიარო, რომ ის ერთ-ერთი საყვარელი მოსწავლე იყო ჩემი გრძელი მასწავლებლობის პერიოდის განმავლობაში. ჩემთვის მასთან მუშაობა სიამოვნებას მანიჭებდა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]